FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

article  21

მუნიციპალიტეტების უფლება ერთობლივი საქმიანობის განხორციელების ორგანიზებაზე.
1. მუნიციპალიტეტებს უფლება აქვთ, ამ კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ეფექტიანი განხორციელებისა და მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევის მიზნით, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად დააფუძნონ ამ კანონით გათვალისწინებული ერთობლივი კერძო სამართლის იურიდიული პირი ან გახდნენ მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული მეწარმე იურიდიული პირის პარტნიორები/აქციონერები/დამფუძნებლები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრები. მუნიციპალიტეტები უფლებამოსილი არიან, საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით შექმნან ერთობლივი სამსახური.
2. ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, სხვა მუნიციპალიტეტთან დადოს ხელშეკრულება საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს იღებს/იღებენ მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი ორგანო/ორგანოები მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების საკრებულოს/საკრებულოების თანხმობით. საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის ორგანული კანონი №4087 – ვებგვერდი, 04.08.2015წ.