Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 1144 საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიერ გარკვეული წესების დარღვევა. 1. გემის საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციიდან მოხსნის/რეგისტრაციის შეწყვეტის ან შეჩერების შემდეგ გემის რეგისტრაციის მოწმობის მთავარი რეგისტრატორისათვის ჩაუბარებლობა – გამოიწვევს გემთმფლობელის/გემის ოპერატორის დაჯარიმებას 5 000 ლარით. 2. საქართველოს საზღვაო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი მცურავი საშუალების სახელმწიფო რეგისტრაციისას წყალწყვის არასწორად მითითება, რამაც გამოიწვია გემის სარეგისტრაციო საფასურის მნიშვნელოვანი შემცირება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით. 3. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული, საქართველოს საზღვაო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი მცურავი საშუალების მიერ ნაოსნობის სახელმწიფო სარეგისტრაციო პროცედურებით მოთხოვნილი აუცილებელი განმასხვავებელი ნიშნების გარეშე განხორციელება – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით. 4. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული საქართველოს გემის კაპიტნის ან გემთმფლობელის/გემის ოპერატორის მიერ გემის სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის გამოყენება საქართველოს საზღვაო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი მცურავი საშუალებისათვის, რომელზედაც არ გაცემულა აღნიშნული მოწმობა, – გამოიწვევს საქართველოს გემის კაპიტნის ან გემთმფლობელის/გემის ოპერატორის დაჯარიმებას 10 000 ლარით. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 1144 5. საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში აღნიშნული ტონაჟის შეზღუდვის უგულებელყოფა და სატვირთო ოპერაციის განხორციელებისას უფრო მეტი ტვირთის გადასაზიდად შეზღუდული ტონაჟის მოცულობის გამოყენება – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით. 6. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული საქართველოს გემის ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტით განსაზღვრული პირობების დარღვევა გემის კაპიტნის ან გემთმფლობელის/გემის ოპერატორის მიერ – გამოიწვევს საქართველოს გემის კაპიტნის ან გემთმფლობელის/გემის ოპერატორის დაჯარიმებას 10 000 ლარით. 7. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული საქართველოს გემის მიერ ნაოსნობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე სავალდებულო მოწმობის გარეშე განხორციელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა, – გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 4 000 ლარით. 8. საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიერ საერთაშორისო ნაოსნობის რეჟიმის დარღვევა, მათ შორის, ნაოსნობისათვის დახურულ ნავსადგურში შესვლა, – გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის დაჯარიმებას 10 000 ლარით. |