Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ article 48 ნუმერაციის რესურსი. 1. ნუმერაციის ეროვნულ სისტემას ადგენს საქართველოს მთავრობა კომისიასთან შეთანხმებით. 2. ნუმერაციის რესურსით სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს კომისია. 3. კომისია: ა) ამტკიცებს „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესებს“; ბ) ანიჭებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას ამ კანონისა და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრული ვადით და ადგენს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის პირობებს. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება პირს ენიჭება კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. 4. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების საფუძველია თავისუფალი რესურსის არსებობა და მაძიებლის განცხადება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მიღების თაობაზე. 5. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას კომისია პირს ანიჭებს ამ კანონის, „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად. |
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ article 48 6. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად პირი იხდის „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრული ოდენობის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადაუხდელობა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველია. 7. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება პირს ენიჭება უვადოდ და ყოველწლიურად განახლდება, გარდა „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესებით“ გათვალისწინებული შემთხვევებისა. |
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ article 48 8. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება განახლდება ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებიდან/განახლებიდან არაუგვიანეს 1 წლისა, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით და მისი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენით. ამ შემთხვევაში კომისიას ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების განახლების შესახებ ინფორმაცია შეაქვს კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდისა და მისი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დადგენილ ვადაში კომისიისთვის წარუდგენლობის შემთხვევაში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაუქმებულად ითვლება. საქართ ველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კან ონი №2564 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.34 |