FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  34

კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის წესი.
1. კომიტეტის თავმჯდომარეს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, კომიტეტის წევრთაგან ირჩევს პარლამენტი.
2. კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ფრაქციას, უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს კომიტეტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის დანიშვნიდან, კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მომენტიდან 7 დღის ვადაში.
3. თუ უფლებამოსილი სუბიექტები ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენენ კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურას, ამ ვადის გასვლიდან 5 დღეში კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურას კომიტეტის წევრთაგან წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარე.
4. კომიტეტის თავმჯდომარე აირჩევა ღია კენჭისყრით. თუ კომიტეტის თავმჯდომარის არჩევისას 1 ან 2 კანდიდატი მონაწილეობს, კენჭისყრა იმართება ელექტრონული სისტემით ერთდროულად (პირველად დასახელებულ კანდიდატს ხმა მიეცემა „მომხრე“ ღილაკით, მეორედ დასახელებულს – „წინააღმდეგი“ ღილაკით), ხოლო თუ 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობს, კენჭისყრა იმართება სახელობითი ბიულეტენებით.
5. კანდიდატთა დასახელების შემდეგ პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე აქვეყნებს კანდიდატთა სიას.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  34

6. კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება განხილვის გარეშე.
7. თუ კომიტეტის თავმჯდომარის არჩევისას 1 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება. თუ 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.
8. თუ კომიტეტის თავმჯდომარის არჩევისას 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერცერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუპირველ ტურში შეუძლებელია მხოლოდ 2 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის გამოვლენა, მეორე ტურში კენჭი ეყრებათ იმ კანდიდატებს, რომლებმაც მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით პირველი ან მეორე ადგილი გაიყვეს. არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მიიღო მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. ხმების თანაბრად გაყოფისას არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  34

9. თუ მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატს.
10. კანდიდატს უფლება აქვს, ყოველი კენჭისყრის წინ მოხსნას თავისი კანდიდატურა.