Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 25 გემის ვახტიანი სამანქანე განყოფილების ან პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილების რიგითი მოტორისტის სერტიფიკატი. 1. 750 კვტ ან 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე მომსახურე მოტორისტი სათანადოდ უნდა იყოს სერტიფიცირებული. 2. პირს უფლება აქვს, მიიღოს მოტორისტის სერტიფიკატი, თუ: ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი; ბ) იგი აკმაყოფილებს გემის ვახტიან სამანქანე განყოფილებაში ან პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილებაში ვახტზე მდგომი რიგითის სერტიფიცირების მოთხოვნებს; გ) მას აქვს სამანქანე განყოფილებაში ვახტზე მდგომი რიგითის კვალიფიკაცია და სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, ან აქვს სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 6 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და გავლილი აქვს აღიარებული საწვრთნელი კურსი; დ) იგი აკმაყოფილებს STCW-ის კოდექსის A-III/5 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს. 3. მეზღვაური აკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, თუ ამ კანონის ამოქმედებამდე მას აქვს ამავე კანონის ამოქმედებამდე ბოლო 60 თვის განმავლობაში სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი. |