Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 82 დახურული გამანაწილებელი სისტემა. 1. სისტემას, რომლითაც ხორციელდება ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის განაწილება ქვეყნის გეოგრაფიულად შემოფარგლულ სამრეწველო, კომერციულ ან საზიარო მომსახურების არეალში და არ ხდება საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მომარაგება, კომისიის გადაწყვეტილებით (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) შეიძლება მიენიჭოს დახურული გამანაწილებელი სისტემის სტატუსი, თუ დაკმაყოფილდება ერთ-ერთი ან რამდენიმე შემდეგი პირობა: ა) უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ან ტექნიკური მიზეზების გამო ამ სისტემით მოსარგებლეთა საქმიანობა ან წარმოების პროცესი ინტეგრირებულია; ბ) სისტემა ელექტროენერგიას ან ბუნებრივ გაზს უმთავრესად ანაწილებს სისტემის მესაკუთრეზე, სისტემის ოპერატორზე ან მასთან დაკავშირებულ ენერგეტიკულ საწარმოებზე. 2. კომისია უფლებამოსილია დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი გაათავისუფლოს: ა) ქსელში არსებული დანაკარგების დასაფარავად საჭირო ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან სისტემის სარეზერვო სიმძლავრის გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და საბაზრო პროცედურების შესაბამისად შესყიდვის ვალდებულებისგან; ბ) ტარიფის ან საფასურის ან მისი გაანგარიშების მეთოდოლოგიის ძალაში შესვლამდე, კომისიის უფლებამოსილებების შესაბამისად დამტკიცების ვალდებულებისგან. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 82 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ვალდებულებისგან გათავისუფლების შემთხვევაში დახურული გამანაწილებელი სისტემით მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე, შესაბამისი ტარიფი ან საფასური ან მისი გაანგარიშების მეთოდოლოგია უნდა გადაიხედოს და დამტკიცდეს კომისიის მიერ. 4. დახურული გამანაწილებელი სისტემის არეალში მყოფ საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა მცირე რაოდენობის მიერ დახურული გამანაწილებელი სისტემის თანამდევმა გამოყენებამ ხელი არ უნდა შეუშალოს დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ვალდებულებებისგან გათავისუფლებას, თუ ამ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს აქვთ შრომითი ან მსგავსი ურთიერთობა დახურული გამანაწილებელი სისტემის მესაკუთრესთან. 5. კომისია გააუქმებს დახურული გამანაწილებელი სისტემის სტატუსს, თუ შესაბამისი სისტემა აღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებიდან ერთ-ერთ მოთხოვნას მაინც. სისტემამ, რომელსაც გაუუქმდა დახურული გამანაწილებელი სისტემის სტატუსი, სრულად უნდა დააკმაყოფილოს გამანაწილებელ სისტემებთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები. |