Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
პროკურატურის შესახებ article 20 პროკურორთა კონფერენცია. 1. საქართველოს პროკურორთა კონფერენცია (შემდგომ − კონფერენცია) არის პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრება, რომლის უფლებამოსილებაა საპროკურორო საბჭოს წევრთა არჩევა. 2. კონფერენციის უფლებამოსილება რეგულირდება ამ კანონითა და რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს კონფერენცია. 3. კონფერენციის თავმჯდომარეა გენერალური პროკურორი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე. 4. კონფერენციას ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად იწვევს კონფერენციის თავმჯდომარე. 5. კონფერენცია საკითხს იხილავს და გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ სხდომას ესწრება პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა ნახევარზე მეტი. 6. კონფერენცია გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. |
პროკურატურის შესახებ article 20 7. კონფერენციის დაწყებამდე არაუგვიანეს 72 საათისა მის თავმჯდომარესთან რეგისტრირდებიან არანაკლებ 30 წევრისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფები. საინიციატივო ჯგუფების თითო წარმომადგენელი კონფერენციის თავმჯდომარესთან ერთად ქმნის ადმინისტრაციულ კომიტეტს, რომელიც სხვა საორგანიზაციო ფუნქციების შესრულებასთან ერთად ახორციელებს საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებას. პროკურორს, პროკურატურის გამომძიებელს უფლება აქვს, იყოს მხოლოდ ერთი საინიციატივო ჯგუფის წევრი. საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, წარადგინოს საპროკურორო საბჭოს წევრობის არაუმეტეს 2 კანდიდატისა. საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის შესახებ განცხადებაში აღინიშნება აგრეთვე საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატებისა და ადმინისტრაციული კომიტეტის წევრობის კანდიდატების თანხმობა კანდიდატად წარდგენაზე. 8. საბჭოს წევრობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს გენერალური პროკურორი, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, გენერალური პროკურორის მოადგილე, გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, თბილისის პროკურორი ან საოლქო პროკურორი. 9. კონფერენცია საბჭოს წევრებს ირჩევს შემდეგი კვოტების მიხედვით: ა) 3 წევრი − გენერალური პროკურატურის წარმომადგენელთაგან; |
პროკურატურის შესახებ article 20 ბ) 1 წევრი − აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების წარმომადგენელთაგან; გ) 3 წევრი − აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული (კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის) საოლქო პროკურატურების, თბილისის პროკურატურის და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთაგან; დ) 1 წევრი − დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული (დასავლეთ საქართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის) საოლქო და რაიონული პროკურატურების წარმომადგენელთაგან. 10. ადმინისტრაციული კომიტეტი წილისყრით განსაზღვრავს კვოტების მიხედვით დასაკავებელ ვაკანტურ თანამდებობებზე წევრთა არჩევის რიგითობას, რის შემდეგაც ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი კვოტების შესაბამისად საბჭოს წევრის ყოველ ვაკანტურ თანამდებობაზე კენჭისყრა ტარდება რიგითობის მიხედვით. თუ პირველ ექვს ვაკანტურ თანამდებობაზე წევრების არჩევის შემდეგ საბჭოს ექვსივე წევრი ერთი სქესის წარმომადგენელია, დარჩენილ ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. 11. ვაკანტურ თანამდებობაზე არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კონფერენციის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობას. |
პროკურატურის შესახებ article 20 12. თუ კანდიდატებმა ვერ მიიღეს თანამდებობაზე ასარჩევად საჭირო ხმების რაოდენობა, არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება ამ ვაკანტურ თანამდებობაზე საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ ამჯერადაც კანდიდატები ვერ მიიღებენ ხმების საჭირო რაოდენობას, კანდიდატების წარდგენისა და კენჭისყრის პროცედურა მეორდება. 13. ორი ან მეტი კანდიდატის მიერ ხმების თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში თანაბარი ხმების მიმღებ კანდიდატებს განმეორებით ეყრებათ კენჭი. 14. საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებულ, ამ კანონით დაურეგულირებელ საკითხებს განსაზღვრავს კონფერენციის რეგლამენტი. |