Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 77 ლიკვიდაციის პროცესის დასრულება და ლიკვიდაციის შესახებ ანგარიშის წარდგენა. 1. ლიკვიდატორი ვალდებულია საზედამხედველო ორგანოს წარუდგინოს საბოლოო საბალანსო ანგარიში და საკუთარი ქმედებების შესახებ ანგარიში საინვესტიციო ფონდის მიმართ არსებული ყველა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებიდან ან/და ყველა აქტივის გასხვისებიდან 1 თვის ვადაში. 2. საზედამხედველო ორგანო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის მიღების შემდეგ გამოსცემს საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 3. საინვესტიციო კომპანიის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საზედამხედველო ორგანო საინვესტიციო კომპანიის ლიკვიდაციის დასრულების რეგისტრაციისა და შესაბამისი რეესტრიდან მისი ამოღების მიზნით იმავე დღეს წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს. |