Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
პენიტენციური კოდექსი article 55 მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მიღების წესი. 1. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მიღებას უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ ამ დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე/მოსამსახურეები აღნიშნული დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით. 2. მსჯავრდებულს დაუყოვნებლივ, წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე უნდა გააცნონ მისი უფლებები და მოვალეობები, მის მიმართ მოსამსახურეთა მოპყრობის წესები, მის მიერ ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესები, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და სახეები, დისციპლინური სამართალწარმოების წესები, აგრეთვე მის მიმართ წაყენებული სხვა მოთხოვნები. |