FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

მეწარმეთა შესახებ

article  162

1. თუ აქციონერთა რაოდენობა 50-ია ან 50-ზე ნაკლებია, სააქციო საზოგადოებას უფლება აქვს, აქციათა რეესტრი აწარმოოს თვითონ ან ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მეშვეობით. თუ აქციონერთა რაოდენობა 50-ზე მეტია, სააქციო საზოგადოებამ აქციათა რეესტრი უნდა აწარმოოს ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მეშვეობით. სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრი იწარმოება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული შესაბამისი წესების გათვალისწინებით. თუ სააქციო საზოგადოება აქციათა რეესტრს აწარმოებს თვითონ ან ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მეშვეობით, აქციაზე აქციონერის საკუთრების უფლება დასტურდება სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრში ჩანაწერით, ხოლო თუ აქცია აქციათა რეესტრში არსებული ჩანაწერის შესაბამისად ნომინალურ მფლობელობაშია გადაცემული − შესაბამისი ნომინალური მფლობელის ჩანაწერით. აქციონერის მოთხოვნის შემთხვევაში მას უნდა მიეცეს ამონაწერი სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრიდან ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერიდან. თუ, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რეგისტრირებული აქციის ფლობა არ ხორციელდება საქართველოში, აქციაზე აქციონერის უფლება დასტურდება იმ ფინანსური ინსტიტუტის ჩანაწერით, რომელიც აქციას ფლობს აქციონერის სასარგებლოდ. ეს პუნქტი არ ეხება იმ სააქციო საზოგადოებას, რომლის აქციებიც დემატერიალიზებულია.
მეწარმეთა შესახებ

article  162

2. დემატერიალიზებული აქციის ფლობა და მიმოქცევა წესრიგდება, აგრეთვე ასეთ აქციაზე აქციონერის საკუთრების უფლების დადასტურების წესი განისაზღვრება „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თუ, „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დემატერიალიზებული აქციის ფლობა არ ხორციელდება საქართველოში, აქციაზე აქციონერის უფლება დასტურდება იმ ფინანსური ინსტიტუტის ჩანაწერით, რომელიც აქციას ფლობს აქციონერის სასარგებლოდ.