Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ჩეკის შესახებ article 28 ჩეკის ნიშნები. 1. ჩეკის შესაძლო გამოყენების შეზღუდვის მიზნით ჩეკის გამცემს ან მფლობელს უფლება აქვს ჩეკი მონიშნოს (ნიშანი დაადოს) ორი პარალელური დიაგონალური ხაზით ჩეკის წინა პირზე. 2. იმ შემთხვევაში‚ როცა ორ პარალელურ ხაზს შორის არ არის რაიმე ჩანაწერი ან სიტყვა ”ბანკი” კონკრეტული დასახელებით‚ ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სიტყვები‚ ჩეკი ითვლება უბრალო განსხვავებულ ჩეკად. თუ პარალელურ ხაზებს შორის ჩაწერილია საბანკო დაწესებულების ზუსტი დასახელება‚ ჩეკი ითვლება სპეციალურ განსხვავებულ ჩეკად. 3. უბრალო განსხვავებული ჩეკი შეიძლება გადაიქცეს სპეციალურ განსხვავებულ ჩეკად. სპეციალური განსხვავებული ჩეკი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გადაიქცეს უბრალო განსხვავებულ ჩეკად. 4. პარალელური ხაზების ან საბანკო დაწესებულების დასახელების გადახაზვა ბათილად ითვლება. |