Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ცხოველთა სამყაროს შესახებ article 34 ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, რეკრეაციული, ესთეტიკური და ვეტერინარული მიზნებისათვის. 1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, რეკრეაციული, ესთეტიკური და ვეტერინარული მიზნებისათვის დაშვებულია როგორც საერთო, ასევე სპეციალური სარგებლობის ფორმით. 2. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა (გარდა ამ კანონის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტითა და 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, რეკრეაციული, ესთეტიკური და ვეტერინარული მიზნებისთვის (დაკვირვების სხვადასხვა ფორმის, ნიშანდების, ფოტოგრაფირების მეშვეობით და ა. შ.) საერთო სარგებლობის ფორმით დაშვებულია ცხოველთა სამყაროს ობიექტების ბუნებრივი გარემოდან ამოღების (დროებითი ამოღების ჩათვლით) გარეშე, თუ ეს ზიანს არ აყენებს ცხოველთა სამყაროს და მის საბინადრო გარემოს და არ არღვევს ცხოველთა სამყაროთი, მიწითა და წყლით მოსარგებლეთა, მიწის მესაკუთრეთა, მიწისა და ტყის მფლობელთა უფლებებს. 3. დასაშვებია საერთო სარგებლობის ფორმით ცხოველთა სამყაროს ობიექტების ბუნებრივი გარემოდან დროებითი ამოღება ვეტერინარული მიზნით. |
ცხოველთა სამყაროს შესახებ article 34 4. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, რეკრეაციული და ესთეტიკური მიზნებისთვის დაშვებულია ამ ობიექტების ბუნებრივი გარემოდან ამოღების გზითაც, სპეციალური სარგებლობის ფორმით. 5. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც ეწევიან აღნიშნული მიზნებისათვის ცხოველთა სამყაროს ობიექტების ბუნებრივი გარემოდან ამოღებას, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით კომპლექსური სარგებლობა და შენარჩუნება მოპოვებული ზოოლოგიური მასალის შემდგომი სამეცნიერო გამოკვლევის მიზნით. 6. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, რეკრეაციული, ესთეტიკური და ვეტერინარული მიზნებისათვის სარგებლობის, მათ შორის სპეციალური სარგებლობის წესს განსაზღვრავს დებულება „ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, რეკრეაციული, ესთეტიკური და ვეტერინარული მიზნებისათვის სარგებლობის, მათ შორის სპეციალური სარგებლობის წესების შესახებ“, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო. |
ცხოველთა სამყაროს შესახებ article 34 7. აუცილებლობის შემთხვევაში სამინისტროს შეუძლია შეზღუდოს, დროებით ან მუდმივად აკრძალოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი, რეკრეაციული, ესთეტიკური და ვეტერინარული მიზნებისათვის. |