Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ article 5 1. საქართველოს სახალხო დამცველის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ვალდებულია შუქმნას მას მოღვაწეობისა და ცხოვრების სათანადო პირობები. 2. საქართველოს სახალხო დამცველი ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა საქართველოს პარლამენტის თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტს. თუ საქართველოს პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, საქართველოს სახალხო დამცველი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს. საქართველოს პარლამენტი ამ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს გენერალური პროკურორის მიმართვიდან არაუგვიანეს 14 დღისა. 3. საქართველოს სახალხო დამცველის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემისას მისი უფლებამოსილება შეჩერდება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის ან მარეაბილიტირებელ საფუძველზე საქმის შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება აღდგება. |
საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ article 5 4. საქართველოს სახალხო დამცველს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება იმ ფაქტის გამო, რომელიც მას გაანდეს, როგორც საქართველოს სახალხო დამცველს; ეს უფლება მას უნარჩუნდება უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც. არ შეიძლება სახალხო დამცველისათვის განკუთვნილი წერილობითი მასალის დაყადაღება. 5. საქართველოს სახალხო დამცველი პასუხისგებაში არ მიეცემა თავისი მოვალეობის შესრულებისას გამოთქმული აზრებისა და შეხედულებებისათვის. 6. უზრუნველყოფილია საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებათა შეუფერხებელი განხორციელების პირობები. მისი განცხადების საფუძველზე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ საქართველოს სახალხო დამცველისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებას. 7. საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით. |