Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი article 140 სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. 1. სრულწლოვნის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ; ბ) ჯგუფურად; გ) ორი ან მეტი პირის მიმართ; დ) არაერთგზის; ე) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 137-ე−139-ე და 141-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე. |
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი article 140 მუხლი 141. გარყვნილი ქმედება 1. ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ; ბ) ჯგუფურად; გ) არაერთგზის; დ) ორი ან მეტი პირის მიმართ; ე) იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 137-ე−140-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული; ვ) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ; ზ) ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე. |