FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

წყლის შესახებ

article  40

წყალმოსარგებლის უფლების შეზღუდვა.
1. განსაკუთრებული მცირეწყლიანობის, წყლის ობიექტზე ავარიული სიტუაციის, ეპიდემიისა და ეპიზოტიის გაჩენის საშიშროების, სტიქიური უბედურების, სამხედრო მოქმედებების დროს და სხვა ექსტრემალურ ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში წყალმოსარგებლეთა უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, აგრეთვე სხვა წყალმოსარგებლეთა ინტერესების გამო. 4. საერთო წყალსარგებლობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, თევზის დასაცავად და სხვა თვალსაზრისით. ამ მიზნით სამინისტრო, შესაბამისი დაწესებულებისა და მუნიციპალიტეტის წარდგინებით განსაზღვრავს ადგილებს, სადაც აკრძალულია ბანაობა, ნავით სეირნობა, წყლის სასმელად და საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის აღება, პირუტყვის დარწყულება, თევზჭერა და სხვა საქმიანობა.
6. განსაკუთრებულ შემთხვევებში წყალმოსარგებლეთა უფლებების შეზღუდვის (გარდა წყლის მავნე ზემოქმედების დროს შეზღუდვისა) პროცედურა და წესი განისაზღვრება „განსაკუთრებულ შემთხვევებში წყალმოსარგებლეთა უფლებების შეზღუდვის შესახებ“ დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და სამინისტროსთან შეთანხმებით ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტრო.