Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ article 148 სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა. 1. კერძო აღმასრულებელზე სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიას გასცემს აღსრულების ეროვნული ბიურო. 2. სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა ამ თავითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 3. სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ფიზიკური პირი, გარდა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნებისა, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) იყოს ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე; ბ) ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება; გ) ჩაბარებული ჰქონდეს აღმასრულებლის საკვალიფიკაციო გამოცდა ან მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო ან სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალობით; დ) ჰქონდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად აღჭურვილი სამუშაო ადგილი. |