FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საზღვაო კოდექსი

article  80

1. საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში უსაფრთხო ნაოსნობის განხორციელებისთვის პასუხისმგებელია სანავსადგურე ერთეული.
2. სანავსადგურე ერთეული საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში უსაფრთხო ნაოსნობის განხორციელებისა და სანავსადგურე ერთეულში წესრიგის დაცვის მიზნით ვალდებულია:
    ა) უზრუნველყოს სალოცმანო სამსახურის მიერ სალოცმანო ოპერაციების უსაფრთხოდ განსახორციელებლად სათანადო პირობების შექმნა ამ კოდექსის 87-ე მუხლის შესაბამისად;
    ბ) უზრუნველყოს სააგენტოს მიერ დამტკიცებული სანავსადგურე ერთეულის პასუხისმგებლობის ზონაში ჩაძირული ქონების ამოღების სამუშაოების ჩატარების გეგმის შესაბამისად სათანადო ღონისძიებების განხორციელება;
    გ) უზრუნველყოს სანავსადგურე ერთეულის პასუხისმგებლობის ზონაში საფრთხეში მყოფი ადამიანებისა და გემის გადასარჩენად საძიებო-სამაშველო ოპერაციების განსახორციელებლად, აგრეთვე ნავთობისა და მავნე ნივთიერებების ავარიული დაღვრის ლიკვიდაციისთვის სამუშაოების ჩასატარებლად სააგენტოს მიერ დამტკიცებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით სანავსადგურე ერთეულში ყველა რესურსის მობილიზება;
    დ) უზრუნველყოს სანავსადგურე ერთეულში სახიფათო ტვირთის შენახვისა და სატვირთო ოპერაციების დადგენილი წესით განხორციელება.
საზღვაო კოდექსი

article  80

3. სანავსადგურე ერთეული ვალდებულია ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებისას დაიცვას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კოდექსის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, დადგენილი ტექნიკური რეგლამენტების, ნავსადგურის წესებისა და სათანადო შემთხვევებისთვის განსაზღვრული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნები.