Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
ამნისტიის შესახებ article 12 1. ბრალდებულის (მათ შორის, ძებნილი ბრალდებულის) მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე იღებს შესაბამისი პროკურორი, ხოლო სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე − შესაბამისი სასამართლო. 2. მსჯავრდებულის (მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის) მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო თუ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია − თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო. 3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასამართლო იღებს პირის მიერ მის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემაზე თანხმობის მიცემის შემთხვევაში. |
ამნისტიის შესახებ article 12 4. სასამართლოს პენიტენციურ დაწესებულებაში/პრობაციის რეჟიმში მყოფი ან არასაპატიმრო სასჯელით მსჯავრდებული პირის პირად საქმეს ამ კანონის ამოქმედებიდან 3 კვირის ვადაში უგზავნის შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება/საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით სასამართლოს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის პირად საქმესთან ერთად უგზავნის მსჯავრდებულის წერილობით თანხმობას მის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემაზე თანხმობის მიცემის თაობაზე. |
ამნისტიის შესახებ article 12 5. ძებნილმა მსჯავრდებულმა, რომლის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია ან რომლის მიმართ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოში არ გასაჩივრებულა, მის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით, უშუალოდ ან ადვოკატის მეშვეობით, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უნდა მიმართოს შესაბამის პროკურორს. პროკურორი აღნიშნულ პირზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მიზნით, ამავე კანონით დადგენილი წესით, 3 კვირის ვადაში მიმართავს თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს. 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია, ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით, მსჯავრდებულის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ამ კანონის ამოქმედებიდან 3 კვირის ვადაში: ა) მსჯავრდებულის პირად საქმეს და ჯარიმის აღსრულების თაობაზე ინფორმაციას უგზავნის შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება, თუ მსჯავრდებული სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის; |
ამნისტიის შესახებ article 12 ბ) მსჯავრდებულის პირად საქმეს და ჯარიმის აღსრულების თაობაზე ინფორმაციას უგზავნის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, თუ მსჯავრდებულს არასაპატიმრო სასჯელი აქვს დანიშნული ან იგი პრობაციის რეჟიმში იმყოფება; გ) სააღსრულებო საქმის მასალებს უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო, თუ მსჯავრდებულს სასჯელის სახით დანიშნული აქვს მხოლოდ ჯარიმა და ის არ აღსრულებულა. 7. მსჯავრდებულზე ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებაში (განაჩენში/განჩინებაში) აღნიშნული უნდა იყოს დამცავი ორდერის გამოცემისა და ამ ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების/ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგები. მოსამართლე, მსჯავრდებულზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად, გამოსცემს დამცავ ორდერს ამ კანონით განსაზღვრული ვადით. |
ამნისტიის შესახებ article 12 8. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის საფუძველზე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებული პირის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების/ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. 9. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. დაზარალებულის თანხმობის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში მოსამართლე შესაბამისი ოჯახური დანაშაულის ან ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენილი შესაბამისი დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების საკითხის გადაწყვეტისას დაზარალებულის პოზიციას არკვევს ზეპირი მოსმენის სახით გამართულ სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მისი ადვოკატის დასწრების გარეშე. |