Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი article 138 სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს საქმიანობის საჯაროობა. 1. სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია ყოველი წლის 1 თებერვლამდე შეადგინოს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოაქვეყნოს ზედამხედველობის სფეროში კალენდარული წლის განმავლობაში თავის მიერ განხორციელებული საქმიანობის ოფიციალური ანგარიში. 2. სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს ოფიციალური ანგარიში უნდა შეიცავდეს სტატისტიკურ ინფორმაციას შესაბამისი ზედამხედველობის ორგანოსთვის კონსულტაციისათვის გაგზავნილი ნორმატიული აქტების პროექტების შესახებ, მის მიერ გამოთხოვილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესახებ, ზედამხედველობის პროცესში შეჩერებული, გასაჩივრებული და გაუქმებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სრულ ჩამონათვალს, ინფორმაციას სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს საჩივრებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე. სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს ოფიციალური ანგარიშის შედგენის წესსა და ფორმას დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 3. სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია ოფიციალური ანგარიშის შედგენიდან 15 დღის ვადაში გაუგზავნოს იგი საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს. საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის ორგანული კანონი №4087 – ვებგვერდი, 04.08.2015წ. |