Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 1143 საზღვაო უსაფრთხოების წესებისა და საზღვაო უშიშროების წესების დარღვევა. 1. სანავსადგურე ერთეულის მიერ ნავსადგურის ტერიტორიაზე ფიზიკური პირისა და იურიდიული პირისთვის ან/და შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსთვის საქართველოს საზღვაო კოდექსით განსაზღვრული სათანადო პირობების შექმნის ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 40 000 ლარის ოდენობით. 3. სანავსადგურე ერთეულის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსგან შესაბამისი გაფრთხილების მიღების შემდეგ სერტიფიცირებულ სალოცმანო სამსახურთან სალოცმანო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების გაუფორმებლობა − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 4. ნავსადგურის ნავმისადგომის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ტექნიკურ სტანდარტებთან შეუსაბამობა − გამოიწვევს თითოეული ნავმისადგომის შეუსაბამობისთვის სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 5. ნავსადგურის აკვატორიაში ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების სამუშაოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თანხმობის გარეშე, სანავსადგურე ერთეულის მიერ ან სანავსადგურე ერთეულის თანხმობით წარმოება − |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 1143 გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. 6. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს სანავსადგურე ერთეულის დაჯარიმებას 40 000 ლარის ოდენობით. 7. ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელის ან/და მესაკუთრის მიერ ნავსადგურის აკვატორიაში ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში განუხორციელებლობა − გამოიწვევს ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელის ან/და მესაკუთრის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 8. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს ზღვაში ჩაძირული ქონების მფლობელის ან/და მესაკუთრის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. 9. ნავსადგურის ტერიტორიაზე განთავსებული საწარმოს/ორგანიზაციის მიერ ნავსადგურის ტერიტორიაზე მოქმედი ნავსადგურის წესების დარღვევა − გამოიწვევს საწარმოს/ორგანიზაციის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 10. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს საწარმოს/ორგანიზაციის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 1143 11. ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის უფროსის − ნავსადგურის კაპიტნის მიერ ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის, მცურავი საშუალების ან ტვირთის უსაფრთხოების დაცვისთვის ან ზღვის გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებისთვის ნავსადგურში მოქმედი მობუქსირე/საბუქსირო გემის მფლობელის/ოპერატორის მიმართ გაცემული სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა − გამოიწვევს მობუქსირე/საბუქსირო გემის მფლობელის/ოპერატორის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. 12. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს მობუქსირე/საბუქსირო გემის მფლობელის/ოპერატორის დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით. 13. ნავსადგურის ტერიტორიაზე სასიგნალო რაკეტის ან/და სხვა სასიგნალო საშუალების (პიროტექნიკის) გამოყენება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული შემთხვევისა, − გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 14. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. |