Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ article 68 ადმინისტრირების ნორმები. 1. ეროვნული ბანკისათვის ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები ხორციელდება თანასწორუფლებიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების საფუძველზე და შეესაბამება მიღებულ ადმინისტრირების ნორმებს. 2. ეროვნული ბანკი ვალდებულია თავი შეიკავოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ისეთი მიზნის მისაღწევად გამოყენებისაგან, რომელიც ამ უფლებამოსილებებს არ შეესაბამება, ან გამოიყენოს თავისი უფლებები იმ დონეზე, რომელიც აღემატება შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად აუცილებელ ღონისძიებებს. 3. ამ კანონის დებულებების შესრულების მიზნით ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები მიუკერძოებლობის პრინციპს ექვემდებარება. მათი მოტივაცია ობიექტური და რაციონალური უნდა იყოს. ყველა გადაწყვეტილება სამართლებრივი ნორმების დაცვით უნდა სრულდებოდეს და დასახულ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს. 4. ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად. |
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ article 68 5. ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების შემთხვევაში დაუშვებელია ამ აქტის მოქმედების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, თუ ეროვნული ბანკი სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს. 5 -1. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლო ეყრდნობა ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ხარისხობრივ და რაოდენობრივ შეფასებებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეფასება აშკარა შეცდომას/ხარვეზს შეიცავს. 52. რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების, ეროვნული ბანკის მიერ რეზოლუციის რეჟიმში მიღებული გადაწყვეტილების ან საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებისას ეროვნულ ბანკს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურება, რომელიც არ შეიძლება ანაზღაურდეს სარეზოლუციო ფონდიდან. |
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ article 68 6. ეროვნული ბანკის არცერთ მოქმედ ან ყოფილ თანამშრომელს არ დაეკისრება პირადი პასუხისმგებლობა რომელიმე პირის მიმართ რაიმე მოქმედებისთვის ან უმოქმედობისთვის, თუ მან ეს ქმედება ჩაიდინა ან ამ ქმედების ჩადენისგან თავი შეიკავა თავისი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეროვნული ბანკი ვალდებულია სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავაში, თუ მისი მოქმედი ან ყოფილი თანამშრომლის მოქმედება ან უმოქმედობა სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებით იყო განპირობებული, დაიცვას თანამშრომლის ინტერესები (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თანამშრომლის მიმართ დავას ეროვნული ბანკი აწარმოებს), რაც შეიძლება გამოიხატოს თანამშრომლის იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფით, დავასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებითა და სხვა ღონისძიებებით, რომლებსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს თანამშრომლის ინტერესების დასაცავად. ეს პუნქტი დროებით ადმინისტრატორზე, სპეციალურ მმართველზე, ლიკვიდატორზე, დროებითი ბანკის ადმინისტრატორზე, „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროგრამის ადმინისტრატორსა და პროგრამის ლიკვიდატორზე ვრცელდება მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში. |
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ article 68 6 -1. (ამოღებულია - 10.03.2017, №436). 7. ეროვნულ ბანკს სასამართლოს, სხვა ორგანოებისა და პირების წინაშე წარმოადგენს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები ან მათ მიერ უფლებამოსილი ეროვნული ბანკის მოხელე, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – სხვა პირი. |