Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ article 10 5. დაცვითი ტექნიკური საშუალებების დაპროექტების, მონტაჟისა და ექსპლოატაციის ხელშეკრულებაში აღინიშნება: ა) დაცვითი საქმიანობის სახეობა; ბ) ცალკეული ობიექტის დასახელება და მისამართი, სადაც განხორციელდება დაცვითი ტექნიკური საშუალებების დაპროექტება, მონტაჟი და ექსპლოატაცია; გ) ხელშეკრულების არსი და პირობები; დ) მესამე პირის თანხმობა, თუ დამკვეთი მესამე პირის სასარგებლოდ უკვეთავს დაცვითი ტექნიკური საშუალებების დაპროექტებას, მონტაჟსა და ექსპლოატაციას; ე) ხელშეკრულების ფასი; ვ) ხარჯების ანაზღაურების წესი; ზ) მხარეთა უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა; თ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა; ი) მხარეთა სრული რეკვიზიტები. 6. ამ მუხლით განსაზღვრულ ხელშეკრულებაში შეიძლება აღინიშნოს აგრეთვე სხვა საკითხები, რომლებიც არ უნდა გაცდეს დაცვითი საქმიანობის ფარგლებს. |
კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ article 10 დამკვეთსა და დაცვით ორგანიზაციას შორის ურთიერთობა. 1. დამკვეთსა და დაცვით ორგანიზაციას შორის ურთიერთობა წესრიგდება ამ კანონის, საქართველოს კანონმდებლობის და დაცვითი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების (შემდგომ – დაცვითი საქმიანობის ხელშეკრულება) საფუძველზე. 2. დაცვითი საქმიანობის ხელშეკრულება იდება დამკვეთსა და დაცვით ორგანიზაციას შორის. 3. დაცვითი საქმიანობის ხელშეკრულების სახეებია: ა) ობიექტის დაცვის ხელშეკრულება; ბ) დაცვითი ტექნიკური საშუალებების დაპროექტების, მონტაჟისა და ექსპლოატაციის ხელშეკრულება. 4. ობიექტის დაცვის ხელშეკრულებაში აღინიშნება: ა) დაცვითი საქმიანობის სახეობა; ბ) დაცვის კონკრეტული ობიექტის დასახელება/სახელწოდება (ფიზიკური პირის შემთხვევაში – მისი სახელი და გვარი), მისამართი და სხვა დამატებითი მონაცემები; გ) დაცვითი საქმიანობის არსი და პირობები; დ) მესამე პირის თანხმობა, თუ დამკვეთი მესამე პირის სასარგებლოდ უკვეთავს ობიექტის დაცვას; ე) მცველების რაოდენობა; ვ) ხელშეკრულების ფასი; ზ) ხარჯების ანაზღაურების წესი; თ) მხარეთა უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა; ი) დამკვეთისთვის ან ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირისათვის შესრულებული სამუშაოს შესახებ წერილობითი ანგარიშის წარდგენის პერიოდულობა; კ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა; ლ) მხარეთა სრული რეკვიზიტები. |