Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ article 41 ლიცენზირება/ნებართვის გაცემა, სალიცენზიო/სანებართვო პირობები. 1. გადანერგვის ცენტრი გარდაცვლილი დონორის ან/და ცოცხალი დონორის ორგანოს გადანერგვას (მათ შორის, ორგანოს მოპოვებას) ახორციელებს შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ლიცენზიას გასცემს შესაბამისი კომპეტენტური უწყება ამ კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის გაცემის წესი და სალიცენზიო პირობები დგინდება ამ კანონით, აგრეთვე ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 4. გადანერგვის ცენტრი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს ორგანოს გადანერგვის მიმართ ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. 6. შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად გადასახდელი სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით. 7. სალიცენზიო მოწმობის ფორმა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. |
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ article 41 8. შესაბამის კომპეტენტურ უწყებას უფლება აქვს, უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის გაცემაზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად. ეს უარი შეიძლება გასაჩივრდეს იმავე კანონით დადგენილი წესით. 9. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის გამცემ კომპეტენტურ უწყებას უფლება აქვს, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით შეაჩეროს ლიცენზიის მოქმედება ან გააუქმოს ლიცენზია, თუ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლის ღონისძიებებით დასტურდება, რომ გადანერგვის ცენტრი არ ასრულებს სალიცენზიო პირობებს, და მას უკვე დაეკისრა პასუხისმგებლობა ჯარიმების სახით. 10. გარდაცვლილი დონორის ან/და ცოცხალი დონორის ორგანოს მოპოვებას შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, ამ ნებართვით გათვალისწინებული დამატებითი სანებართვო პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ახორციელებს დონორი კლინიკა (გარდა ამ კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), რომელიც რეანიმაციულ მომსახურებას ეწევა. დონორი კლინიკა ორგანოების დონაციის პროცესში გადანერგვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მონაწილეობს. |
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ article 41 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის გაცემის წესი და სანებართვო პირობები დგინდება ამ კანონით, აგრეთვე ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით. 12. დონორი კლინიკა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს ორგანოს მოპოვების მიმართ ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთანავე, დონორ კლინიკას უნდა ჰყავდეს დონორ-კოორდინატორი და რეანიმატოლოგი, რომელსაც აქვს სათანადო კვალიფიკაცია და შეუძლია დონორის მართვა თავის ტვინის სიკვდილის დიაგნოზის დასმიდან (დადგენიდან) დონაციის პროცესის დასრულებამდე. 13. ამ მუხლით გათვალისწინებული ლიცენზია/ნებართვა გადანერგვის ცენტრს/დონორ კლინიკას ცოცხალი დონორის ორგანოების გადანერგვისთვის/მოპოვებისთვის, გარდაცვლილი დონორის ორგანოების გადანერგვისთვის/მოპოვებისთვის და ყოველი სახეობის ორგანოს გადანერგვისთვის/მოპოვებისთვის ცალ-ცალკე ეძლევა. 14. ორგანოს გადანერგვაზე ან/და მოპოვებაზე გაცემულ ლიცენზიაში/ნებართვაში სულ მცირე მითითებული უნდა იყოს: ა) საქმიანობის/ქმედების სახეობა, რომლისთვისაც სამედიცინო დაწესებულებას ეს ლიცენზია/ნებართვა ეძლევა; |
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ article 41 ბ) დონაციის ტიპი (ცოცხალი დონორის ორგანოს დონაცია ან/და გარდაცვლილი დონორის ორგანოს დონაცია); გ) გადასანერგი ორგანოს სახეობა (თირკმელი, ღვიძლი, გული და სხვა); დ) რეციპიენტის ტიპი (სრულწლოვანი, არასრულწლოვანი); ე) ინფორმაცია შესაბამისი პასუხისმგებელი პირის (პირების) და გადანერგვის სამედიცინო გუნდის/დონორი ჯგუფის შესახებ. 15. სხვა სალიცენზიო/სანებართვო პირობები დგინდება ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. |