Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 76 აქტივების განაწილება. 1. ლიკვიდატორი ვალდებულია საინვესტიციო ფონდის აქტივები საინვესტიციო ფონდის კრედიტორებსა და ერთეულის მფლობელებს შორის ამ მუხლის შესაბამისად გაანაწილოს. საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელებს ანაზღაურება მიეცემათ გამოსყიდვის საკომისიოს გადახდის გარეშე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ. ერთეულის მფლობელებისთვის მისაცემი ანაზღაურება განისაზღვრება მათი კუთვნილი ერთეულების წმინდა ღირებულების მიხედვით, თუ სადამფუძნებლო დოკუმენტით ან ერთეულის მფლობელებს შორის არსებული შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 2. ფინანსური გირავნობის მოგირავნეს აქვს ფინანსური გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება. საინვესტიციო ფონდის ნებისმიერი სხვა ვალდებულება დაკმაყოფილდება შემდეგი თანამიმდევრობით: ა) საზედამხედველო ორგანოს მოთხოვნები, ლიკვიდატორის დანიშვნასა და ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და ანაზღაურება, აგრეთვე ვალდებულებები, რომლებიც წარმოეშვა საინვესტიციო ფონდს ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ; |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 76 ბ) უზრუნველყოფილი მოთხოვნები (გარდა ფინანსური გირავნობით, საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნებისა და ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა); გ) საბიუჯეტო დავალიანებები, მათ შორის, საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები; დ) საინვესტიციო ფონდის მიმართ დანარჩენი მოთხოვნები (გარდა ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა); ე) საინვესტიციო ფონდის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ საინვესტიციო ფონდის სასესხო ვალდებულებები; ვ) საინვესტიციო ფონდის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ საინვესტიციო ფონდის სხვა ვალდებულებები; ზ) დაგვიანებით წარდგენილი კრედიტორთა მოთხოვნები. 3. თუ არსებული აქტივები საკმარისი არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად, ყველა შესაბამისი მოთხოვნა სრულად უნდა დაკმაყოფილდეს ამ რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად. |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 76 4. ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ. ლიკვიდატორი უფლებამოსილია დაიწყოს მომდევნო რიგის მოთხოვნების დაკმაყოფილება, თუ არსებობს საკმარისი აქტივები წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დასაკმაყოფილებლად და ამით წინა რიგის მოთხოვნათა დაკმაყოფილებას ზიანი არ ადგება. |