FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

პენიტენციური კოდექსი

article  53

მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გაგზავნა.
1. სასამართლოს მიერ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნიდან არაუგვიანეს 20 დღისა სამსახურის გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რომელი ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში უნდა მოიხადოს მსჯავრდებულმა სასჯელი.
2. სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი უზრუნველყოფს მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გაგზავნას სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან არაუგვიანეს 20 დღისა.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად მიღებიდან 60 დღის ვადაში შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ვალდებულია გუნდს მსჯავრდებულის რისკის განსაზღვრის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს სათანადო ინფორმაცია.
პენიტენციური კოდექსი

article  53

4. სამსახურის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მსჯავრდებული, რომელმაც პენიტენციურ დაწესებულებაში ქცევა (დამოკიდებულება) მკვეთრად უარყოფითად შეიცვალა ან/და რომლის აღნიშნულ პენიტენციურ დაწესებულებაში დატოვება გაუმართლებელია, დროებით, არაუმეტეს 20 სამუშაო დღისა, გადაიყვანოს დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის რისკის გადასაფასებლად. აღნიშნულ ვადაში გუნდი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მსჯავრდებულის რისკის გადაფასებას. ამ შემთხვევაში მსჯავრდებულზე ვრცელდება დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულისთვის დადგენილი უფლებები და მოვალეობები.
5. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.