Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ article 8 რისკების მართვის პროცესები და შიდა კონტროლის მექანიზმი. 1. ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოები ვალდებული არიან ფინანსური კონგლომერატის დონეზე ჰქონდეთ რისკების მართვის ადეკვატური პროცესები და შიდა კონტროლის ადეკვატური მექანიზმი, მათ შორის, გონივრული და ეფექტიანი ადმინისტრაციული და საანგარიშგებო პროცედურები. 2. რისკების მართვის პროცესები უნდა მოიცავდეს: ა) ჯანსაღ მართვასა და მმართველობას, რომლებიც მოიცავს, მათ შორის, ფინანსური კონგლომერატის შესაბამისი მმართველი ორგანოების მიერ ფინანსური კონგლომერატის დონეზე არსებულ/პოტენციურ რისკებთან დაკავშირებული სტრატეგიისა და პოლიტიკის დამტკიცებასა და პერიოდულ გადახედვას; ბ) კაპიტალის ადეკვატურობის სათანადო პოლიტიკას, რათა შესაბამისად შეფასდეს ფინანსური კონგლომერატის ბიზნესსტრატეგიის გავლენა მის რისკის პროფილსა და კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის მოთხოვნებზე ამ კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად; გ) ადეკვატურ პროცედურებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს რისკების მონიტორინგის სისტემების სათანადო ინტეგრირება დამატებითი ზედამხედველობის მოქმედების სფეროში შემავალი საწარმოების ორგანიზაციულ სისტემაში. ამასთანავე, ეს სისტემები აღნიშნულ საწარმოებში ისე უნდა დაინერგოს, რომ შესაძლებელი იყოს რისკების შეფასების, მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელება ფინანსური კონგლომერატის დონეზე; |
ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ article 8 დ) შესაბამის პროცედურებს, რათა საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილ იქნეს გაჯანსაღებისა და რეზოლუციის (რთული ფინანსური მდგომარეობის გამოსწორების) ადეკვატური და ეფექტიანი ჩარჩოს არსებობა. ეს პროცედურები რეგულარულად უნდა გადაიხედოს და განახლდეს. 3. შიდა კონტროლის მექანიზმი უნდა მოიცავდეს: ა) კაპიტალის ადეკვატურობასთან დაკავშირებული მატერიალური რისკების იდენტიფიცირებისა და შეფასების, აგრეთვე კაპიტალის/გადახდისუნარიანობის და რისკების ურთიერთმიმართების შეფასების ადეკვატურ მექანიზმს; ბ) რისკის კონცენტრაციისა და შიდაჯგუფური ტრანზაქციების იდენტიფიცირების, შეფასების, მონიტორინგისა და კონტროლის ეფექტიან საანგარიშგებო და სააღრიცხვო პროცედურებს. 4. ამ კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად დამატებითი ზედამხედველობის მოქმედების სფეროში შემავალ საწარმოებს უნდა ჰქონდეთ შიდა კონტროლის ადეკვატური მექანიზმი დამატებითი ზედამხედველობის განსახორციელებლად აუცილებელი მონაცემების (ინფორმაციის) ეფექტიანად დამუშავებისთვის. |
ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ article 8 5. ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოები ვალდებული არიან საზედამხედველო ორგანოებს მათ მიერ დადგენილი წესით, რეგულარულად მიაწოდონ ამ საწარმოების სამართლებრივი სტრუქტურის, მართვისა და ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ დეტალური ინფორმაცია, რომელიც უნდა მოიცავდეს, მათ შორის, ყველა რეგულირებული საწარმოს, არარეგულირებული შვილობილი საწარმოსა და ფილიალის შესახებ ინფორმაციას. 6. ფინანსურ კონგლომერატში შემავალმა რეგულირებულმა საწარმოებმა ყოველწლიურად, ფინანსური კონგლომერატის დონეზე, საზედამხედველო ორგანოების მიერ დადგენილი წესით, სრულად ან შესაბამის ინფორმაციაზე მითითებით საჯარო უნდა გახადონ ინფორმაცია საწარმოების სამართლებრივი სტრუქტურის, მართვისა და ორგანიზაციული სტრუქტურის შესახებ. 7. ამ მუხლით გათვალისწინებულ რისკების მართვის პროცესებსა და შიდა კონტროლის მექანიზმს კოორდინატორი აფასებს და აღნიშნული შეფასების შედეგების საფუძველზე საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის საზედამხედველო ღონისძიებებს. |