Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 30 სპეციალიზებული დეპოზიტარის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები. 1. სპეციალიზებულ დეპოზიტარს საპენსიო სქემისთვის მომსახურების უფლებამოსილება შეუწყდება: ა) სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტისთანავე ამ ხელშეკრულების ან მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) ამ კანონის შესაბამისად საპენსიო აქტივების მართვაზე აქტივების მმართველი კომპანიის ან მზღვეველის უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეწყვეტის ფარგლებში მიღწეულია შეთანხმება იმავე სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ მომსახურების გაწევის შესახებ ახალი აქტივების მმართველი კომპანიის ან მზღვეველის პირობებში, რა შემთხვევაშიც ის ხელახლა ინიშნება სპეციალიზებულ დეპოზიტარად; გ) სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების მიმწოდებელი პირის შესაბამისი ლიცენზიის გაუქმებისთანავე; დ) სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების მიმწოდებელი პირის ლიკვიდაციის ან გადახდისუუნარობის შესახებ საქმის დაწყებისთანავე; ე) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებისთანავე. |
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 30 2. საქართველოს ეროვნული ბანკი წყვეტს სპეციალიზებული დეპოზიტარის უფლებამოსილებას, მოემსახუროს ერთ ან ერთზე მეტ საპენსიო სქემას, თუ სპეციალიზებული დეპოზიტარი დაარღვევს ამ კანონის, ფინანსური სექტორის მარეგულირებელი სხვა კანონების, ამ კანონების საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების დებულებებს ან მითითებებს ან აშკარად შეუქმნის საფრთხეს მონაწილისა და ბენეფიციარის ინტერესებს. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სპეციალიზებული დეპოზიტარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში სპეციალიზებული დეპოზიტარი აგრძელებს საქმიანობას ახალი სპეციალიზებული დეპოზიტარის დანიშვნამდე. სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ მიწოდებული დეპოზიტარული მომსახურება ახალი სპეციალიზებული დეპოზიტარის დანიშვნის თარიღამდე ანაზღაურდება უფლებამოსილების შეწყვეტამდე მოქმედი სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. 4. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოვლენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში არ დაინიშნება ახალი სპეციალიზებული დეპოზიტარი, სამსახურს უფლება აქვს, გააუქმოს საპენსიო სქემის რეგისტრაცია. |