FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  43

ინფორმაციის შენახვა და კონფიდენციალურობა.
1. არავის არა აქვს უფლება, დაუშვას ვინმე კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, გათქვას, გაავრცელოს ან პირადი მიზნისთვის გამოიყენოს ასეთი ინფორმაცია. ამგვარი ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოთ მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კომისიას მათი კომპეტენციის ფარგლებში.
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  43

ინფორმაციის შენახვა და კონფიდენციალურობა. .
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტი არ ზღუდავს პროვაიდერს, გადახდის ოპერაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის საგადახდო სისტემას, ოპერატორსა და შესაბამის პროვაიდერს. საგადახდო სისტემის ფუნქციონირების შედეგად ოპერატორისათვის გადაცემული ტრანსფერორდერით განსაზღვრული ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოს მხოლოდ შესაბამის მონაწილეს ან მის სათანადოდ უფლებამოსილ წარმომადგენელს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში შეიძლება მიეწოდოს იმ პირებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან, აღასრულონ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აღსრულების ქვემდებარე აქტები, მათი აღსრულების პროცესში. სხვა პირებს ეს ინფორმაცია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიეწოდება.
5. სასამართლო, საგამოძიებო და საგადასახადო ორგანოებს ეკრძალებათ სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოტანამდე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გადაცემა სხვა პირისა და ორგანოსთვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ჩათვლით, ასევე ამ ინფორმაციის საჯარო გამოსვლებში გამოყენება, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  43

6. სისტემის ოპერატორი და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული არიან, ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით უზრუნველყონ სათანადო უსაფრთხოების ზომების შემუშავება და გატარება.
7. სისტემის ოპერატორი და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული არიან, შეინახონ სათანადო ჩანაწერები და საბუთები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სისტემის ოპერატორი და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული არიან, მონაწილეების, მომხმარებლების და მათ მიერ ან მათ სასარგებლოდ განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ფორმით შეინახონ არანაკლებ 15 წლის განმავლობაში.
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  43

8. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია გადასცეს „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრულ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ ორგანოს, აგრეთვე „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციის ფარგლებში „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმების (CRS MCAA)  ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების თაობაზე ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე − იმ იურისდიქციების კომპეტენტურ უწყებებს, რომლებთანაც ამოქმედებულია აღნიშნული შეთანხმება.