FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ

article  31

1. საქართველოს სახალხო დამცველი ასრულებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით გათვალისწინებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციებს.
2. საქართველოს სახალხო დამცველი უზრუნველყოფილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური რესურსებით.
3. პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი ვალდებულია ითანამშრომლოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამის ორგანოებთან და მექანიზმებთან, აგრეთვე საერთაშორისო, რეგიონალურ და ეროვნულ ინსტიტუტებთან ან ორგანიზაციებთან, რომელთა საქმიანობის სფეროს განეკუთვნება წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან სასჯელისაგან დაკავების, წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში მყოფ პირთა დაცვის უზრუნველყოფა.
საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ

article  31

4. საქართველოს სახალხო დამცველი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მიერ სავალდებულოდ აღიარებული საერთაშორისო ხელშეკრულებების და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და ევროპის საბჭოს მონიტორინგის ორგანოების რეკომენდაციების შესაბამისად უზრუნველყოფს დისკრიმინაციისაგან პირის ეფექტიან დაცვას. 5. საქართველოს სახალხო დამცველი დისკრიმინაციის საკითხებზე თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან.