FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

article  1300

მოვალეობათა არასათანადოდ შესრულების შედეგები.
1. მეურვის ან მზრუნველის მიერ დაკისრებული მოვალეობის არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო გადააყენებს ან გაათავისუფლებს მეურვეს ან მზრუნველს მისი მოვალეობის შესრულებისაგან.
2. თუ მეურვე (მზრუნველი) ანგარების მიზნით გამოიყენებს მეურვეობას (მზრუნველობას), ან სამეურვეო (სამზრუნველო) პირს დატოვებს ზედამხედველობისა და აუცილებელი დახმარების გარეშე, ის პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით.
3. მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო რეაგირებას ახდენს ამ კოდექსის 1305 -5 მუხლის შესაბამისად.