Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ article 20 კულტურის ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობის დაფინანსება. 1. პროგრამა „კულტურის ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა“ (პროგრამული კოდი 05 14 02) ითვალისწინებს 2025 წლის 01 იანვრიდან 2025 წლის 01 მარტამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ იუსუფ ზოიძის სახელობის ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატულ თეატრს შორის გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულების საფუძველზე, თეატრის საქმიანობის მხარდაჭერას. 2. პროგრამა „კულტურის ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა“ (პროგრამული კოდი 08 03) ითვალისწინებს 2025 წლის 01 მარტიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და სსიპ – იუსუფ ზოიძის სახელობის ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატულ თეატრს შორის გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულების საფუძველზე, თეატრის საქმიანობის მხარდაჭერას. 3.თანხის ხარჯვაზე პასუხისმგებელია სსიპ – იუსუფ ზოიძის სახელობის ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატულ თეატრი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 26 თებერვლის კანონი №28-რს - ვებგვერდი, 26.02.2025წ. |