FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

article  236

ნაფიც მსაჯულთა (სათადარიგო მსაჯულთა, მსაჯულობის კანდიდატთა) მოვალეობანი.
1. ნაფიც და სათადარიგო მსაჯულებს ეკრძალებათ:
    ა) სხდომის მიმდინარეობისას სასამართლო სხდომის დარბაზის დატოვება;
    ბ) ვერდიქტის გამოტანამდე საქმის განხილვისას მიღებული ინფორმაციის გამჟღავნება ან საკუთარი აზრის გამოთქმა განსახილველ საქმესთან დაკავშირებით;
    გ) განსახილველი საქმის გარემოებებთან დაკავშირებით სხდომის თავმჯდომარის გარდა სხვა პირებთან ურთიერთობა;
    დ) განსახილველ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება სხდომის ფარგლებს გარეთ;
    ე) ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირისა და კენჭისყრის საიდუმლოების დარღვევა;
    ვ) სასამართლოს შენობაში წესრიგის დარღვევა და სხდომის თავმჯდომარის შესაბამისი მითითებების შეუსრულებლობა.
2. ნაფიცი მსაჯული ვალდებულია დაესწროს განსახილველ საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო სხდომებს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირს.
3. მსაჯულის (მსაჯულობის კანდიდატის) მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

article  236

4. სხდომის თავმჯდომარე აფრთხილებს ნაფიც მსაჯულებს პასუხისმგებლობის შესაძლო ზომების შესახებ, აგრეთვე მათ განუმარტავს, რომ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით გაათავისუფლებს მათ ნაფიც მსაჯულთა მოვალეობის შესრულებისაგან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

article  236

5. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის ან ნაფიცი მსაჯულის განსაზღვრულ დროს სასამართლოში საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობისას, მისთვის დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობისას ან არაჯეროვნად შესრულებისას სხდომის თავმჯდომარე ამ საკითხს სავალდებულო წესით განიხილავს და აღნიშნული გარემოების/გარემოებების დადგენის შემთხვევაში იღებს განკარგულებას, რომლითაც  ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატს ან ნაფიც მსაჯულს დააკისრებს ჯარიმას 500 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით. ჯარიმის ოდენობა შემაკავებელი, მიყენებული ზიანის პროპორციული და აღნიშნული პირის ფინანსური მდგომარეობის შესაბამისი უნდა იყოს. სასამართლოს მიერ მიღებული განკარგულება შეიძლება ერთჯერადად გაასაჩივროს პირმა, რომელსაც ჯარიმა დაეკისრა, მისთვის ამ განკარგულების ასლის ჩაბარებიდან 48 საათის ვადაში. საჩივარი შეიტანება საქმის განმხილველი სასამართლოს თავმჯდომარესთან, რომელიც მისი შეტანიდან 24 საათის ვადაში, ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე, განჩინებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
    ა) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და პირის დაჯარიმების შესახებ განკარგულების უცვლელად დატოვების თაობაზე;
    ბ) საჩივრის დაკმაყოფილებისა და პირის დაჯარიმების შესახებ განკარგულების გაუქმების თაობაზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

article  236

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული განჩინების მიღებამდე პირის დაჯარიმების შესახებ განკარგულების აღსრულება ჩერდება. აღნიშნული განკარგულება აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.