FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  21

კომისიის საქმიანობის მართვა.
1. კომისიის საქმიანობის ორგანიზებასა და ყოველდღიურ საქმისწარმოებას უზრუნველყოფენ კომისიის თავმჯდომარე (შემდგომ − თავმჯდომარე) და კომისიის აპარატი. კომისიის აპარატის სტრუქტურა, ფუნქციები და კომპეტენციები განისაზღვრება კომისიის დებულებით ან/და შიდაორგანიზაციული საკითხების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით.
2. თავმჯდომარეს კომისიის არანაკლებ 2 წევრის წარდგინებით, ფარული კენჭისყრით ირჩევს კომისია საკუთარი შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა, მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლიდან ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან 15 კალენდარულ დღეში. თავმჯდომარეს უფლება აქვს, გადადგეს ამ თანამდებობიდან, მაგრამ დარჩეს კომისიის წევრად დარჩენილი ვადით. თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის სხვა წევრს დააკისროს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება. თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის, მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის, მის მიერ თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის ან თავმჯდომარის არყოფნისას მის მიერ თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების კომისიის სხვა წევრისთვის არდაკისრების შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  21

3. კომისია უფლებამოსილია სრული შემადგენლობის ოთხი მეხუთედით თანამდებობიდან ვადამდე გადააყენოს თავმჯდომარე. თავმჯდომარის თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების საკითხის დასმის უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს ერთობლივი დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნით. კომისია ვალდებულია თავმჯდომარის თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების საკითხი განიხილოს და მას კენჭი უყაროს კომისიის წევრთა მიერ მოთხოვნის წარდგენიდან 10 კალენდარულ დღეში. თუ კომისიამ თავმჯდომარე თანამდებობიდან ვადამდე არ გადააყენა, თავმჯდომარის თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების საკითხის დასმა მომდევნო 3 თვის განმავლობაში დაუშვებელია.
4. თავმჯდომარე უძღვება კომისიის სხდომას და პასუხისმგებელია კომისიის მიერ დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას პროცედურული წესების დაცვაზე და მათ გამოქვეყნებაზე, აგრეთვე კომისიისა და მისი აპარატის ადმინისტრაციულ მართვაზე.
5. თავისი ფუნქციებისა და მარეგულირებელი უფლებამოსილებების სრულფასოვნად განსახორციელებლად კომისიას ჰყავს აპარატი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან კომისიის კომპეტენციისთვის მიკუთვნებული ყველა პროფესიული სფეროს წარმომადგენლები. აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას კომისია განსაზღვრავს დამოუკიდებლად.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  21

6. კომისიის აპარატის თანამშრომელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე კომისიის წევრებთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კომისიის წევრების უფლებამოსილება, გარდა ადმინისტრაციული მართვისა, თანაბრად ვრცელდება კომისიის აპარატის თანამშრომლებზედაც.
7. კომისიის წევრსა და აპარატის თანამშრომელზე ვრცელდება ამ კანონით, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით, კომისიის დებულებითა და კომისიის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობები. კომისიის წევრისა და აპარატის თანამშრომლის შრომის პირობები, მათ შორის, ანაზღაურება და სხვა სარგებელი, განისაზღვრება „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომისიის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით. დაუშვებელია საქართველოს საჯარო სამსახურის მარეგულირებელი კანონმდებლობის გავრცელება კომისიის წევრსა და კომისიის აპარატზე.
8. კომისიის აპარატის საქმიანობის ორგანიზების წესი განისაზღვრება კომისიის დებულებითა და კომისიის სხვა სამართლებრივი აქტებით, კომისიის კომპეტენციისა და მარეგულირებელი უფლებამოსილების ფარგლებში.
9. დაუშვებელია კომისიაში და მის აპარატში პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ან მათი სტრუქტურული ერთეულების შექმნა.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  21

10. აპარატის თანამშრომელს უფლება არ აქვს, ჰქონდეს რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი ქონებრივი და ეკონომიკური ინტერესი ენერგეტიკული საწარმოს ან წყალმომარაგების რეგულირებული საწარმოს მიმართ ან ეკავოს თანამდებობა რომელიმე ასეთ საწარმოში. აპარატის თანამშრომელს უფლება აქვს, იყოს მისი მომხმარებელი, მაგრამ ამ საწარმოებს არ აქვთ უფლება, შესთავაზონ, ხოლო აპარატის თანამშრომელს − მიიღოს უფასო ან ფასდაკლებით მომსახურება რომელიმე მათგანისგან.