FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

პროკურატურის შესახებ

article  361

პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლის რანგირება.
1. პროკურატურაში წესდება პირველი რანგი, მეორე რანგი და მესამე რანგი.
2. რანგირების სისტემა ერთიანია გენერალური პროკურატურის, ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების, თბილისის, საოლქო, რაიონული და სპეციალიზებული პროკურატურების პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისთვის.
3. რანგირებას ექვემდებარებიან პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელი.
4. პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის რანგირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის საქმიანობის შეფასების შედეგები.
5. რანგის მინიჭება ან შეცვლა ხდება თანამიმდევრობით, რიგითობის დაცვით, რანგის გამოტოვების გარეშე.
6. გენერალური პროკურორი უფლებამოსილია განსაკუთრებულ შემთხვევაში, გენერალური პროკურორის  მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – რანგირების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, მოტივირებული გადაწყვეტილებით პროკურორს, პროკურატურის გამომძიებელს რანგი მიანიჭოს ან შეუცვალოს შესაბამისი რანგის გამოტოვებით.
7. პირველი რანგისა და მეორე რანგის პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები იღებენ შესაბამისი რანგის დანამატს.
პროკურატურის შესახებ

article  361

8. რანგირებას არ ექვემდებარებიან  პროკურატურის ორგანოებისა და სტრუქტურული დანაყოფების უფროსები და მათი მოადგილეები, მეკავშირე პროკურორი და დამხმარე, პროკურატურის სტაჟიორი, პროკურატურის პრაქტიკანტი, პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელე და პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.