FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

article  19

მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელების ფორმები და მექანიზმები. მუნიციპალიტეტის ორგანოები მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად:
    ა) იღებენ/გამოსცემენ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
    ბ) შეიმუშავებენ, ამტკიცებენ და ახორციელებენ შესაბამის პროგრამებს, სტრატეგიებს, სამოქმედო გეგმებსა და პროექტებს;
    გ) ახორციელებენ შესყიდვებს;
    დ) დებენ ხელშეკრულებებს;
    ე) იძენენ და ქმნიან მუნიციპალიტეტის საკუთრებას;
    ვ) ფლობენ და განკარგავენ მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას, სარგებლობენ ამ ქონებით, აგრეთვე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის და სხვა პირების ქონებით;
    ზ) აფუძნებენ და მართავენ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს;
    თ) იღებენ სესხს;
    ი) ახორციელებენ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობას, მოვლა-პატრონობას, რეაბილიტაციას, რეკონსტრუქციასა და განვითარებას;
    კ) მომსახურების ხარისხისა და მართვის ეფექტიანობის გასაზრდელად უზრუნველყოფენ ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ელექტრონული მართვის სისტემების დანერგვასა და განვითარებას;
    ლ) ახორციელებენ სხვა ღონისძიებებს.