FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ"

article  17

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. განისაზღვროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებების მოცულობა 994895 ლარის ოდენობით. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აპარატის ასიგნებების მოცულობა 789295 ლარის ოდენობით, სადაც გათვალისწინებულია მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება 451650 ლარი, რომელიც მოიცავს საპრემიო ფონდს; ლარი ორგანიზაციული კოდი 1. (05 02 01 ) მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა (ფუნქციონალური კოდი –7071) – 4000 ლარი: პროგრამა ითვალისწინებს დევნილთა ცალკეული ჯგუფების სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტებით დახმარების უზრუნველყოფას.
2. (05 02 02) ამბულატორიული მომსახურების პროგრამა (ფუნქციონალური კოდი –7072) – 88000 ლარი: პროგრამა ითვალისწინებს დევნილთა მოწყვლადი კატეგორიების (ბავშვები, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები, ქალები, კატარაქტითა და შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პირები) მაღალკვალიფიციური, სპეციალიზებული და ძვირადღირებული სადიაგნოსტიკო უზრუნველყოფა, აგრეთვე ამბულატორიული სხვა და სხვა სახის ქირურგიული მომსახურება.
3. (05 02 04) სტაციონალური მკურნალობის პროგრამა (ფუნქციონალური კოდი –7073) – 100000 ლარი:
"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ"

article  17

ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ბავშვთა და მოზრდილთა, აგრეთვე მშობიარეთა სტაციონარული მომსახურება. (მკურნალობის ხელშეწყობის, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ინიციირების სახით) 4. (05 02 05 ) გასვლითი ღონისძიებების პროგრამა (ფუნქციონალური კოდი –7074)– 4500 ლარი: პროგრამის მიზანია დევნილთათვის პირველადი ჯანდაცვის (ამბულატორიულ- საკონსულტაციო დახმარება) მიახლოება და ამ სახის მომსახურების მისაწვდომობის უზრუნველყოფა როგორც თბილისში, ასევე ცალკეულ რეგიონებში.
5. (05 02 06 ) ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნის პროგრამა (ფუნქციონალური კოდი –7076) – 4600 ლარი: პროგრამის მიზანია დევნილთა სოციალურ სტატუსზე მონაცემების სრული პაკეტის ეტაპობრივი ფორმირება, აგრეთვე ჯანმრთელობის დოკუმენტურად დადგენილი მდგომარეობის დაფიქსირება.
6. (05 02 09 ) დევნილთა სამედიცინო პერსონალის გადამზადების პროგრამა – (ფუნქციონალური კოდი –7076) 4500 ლარი; პროგრამის მიზანია კონფლიქტის ზონაში მომუშავე სამედიცინო პერსონალის (სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების ექიმები, სოფლის სამედიცინო დაწესებულებების მედდები) კვალიფიკაციის ამაღლება და გადამზადება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის აქტუალურ საკითხებში, თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე. – დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვა;
"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ"

article  17

– დაავადებათა ადრეული გამოვლენა და დიაგნოსტიკა. – დაავადებათა პროფილაქტიკა; გასვლითი ღონისძიებების, კერძოდ, სამედიცინო მრავალპროფილური გასინჯვების საშუალებით ავადობის დროული გამოვლენა, შესაბამისი სამკურნალო-შრომითი რეკომენდაციების გაცემა და განსაზღვრული მკურნალობის ტაქტიკის შემთხვევაში დახმარების კოორდინირება. – დევნილი მოსახლეობის სამედიცინო დაწესებულებების მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება; სამედიცინო პერსონალის უწყვეტი განათლების რეჟიმში გადამზადების პროგრამებსა და სხვადასხვა სამედიცინო ტრენინგებში ჩართვის ხელშეწყობა; – ქვეყანაში აღიარებული პრიორიტეტული მიმართულებებით პროგრამების შემუშავება და შესაბამისად, დევნილი მოსახლეობისათვის პროგრამით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა. – სამედიცინო დაწესებულებათა მოქმედ ფედერალურ პროგრამებში ჩართვის ხელშეწყობა და ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. – დევნილი მოსახლეობის სამედიცინო აქტივობის (სამედიცინო ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ) დაწესებულებებში მიმართვები) ამაღლება. – მოსახლეობაში სამედიცინო (სანიტარიულ-ჰიგიენური) განათლების გავრცელების ხელშეწყობა; ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა.
"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ"

article  17

– ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, ომის, როგორც ძალადობის მსხვერპლთა სამედიცინო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის ფორმირება. – დევნილთა სოციალურ და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ერთიანი საინფორმაციო (მონაცემთა) ბაზის (ბანკის) ფორმირება. – ინტენსიური თანამშრომლობა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან დევნილთა სამედიცინო და სოციალური დახმარების ასპექტში. – დევნილი მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა მათი უფლებებისა (ჯანმრთელობის დაცვის სფეროში) და მოქმედი სამედიცინო და სოციალური დახმარების შესახებ. აფხაზეთის 2011 წლის 16 მარტის კანონი №1 - ვებგვერდი, 16.03.2011 წ. აფხაზეთის 2011 წლის 12 აგვისტო კანონი №2 - ვებგვერდი, 16.08.2011 წ. აფხაზეთის 2011 წლის 14 ნოემბრის კანონი №6 - ვებგვერდი, 15.11.2011 წ.