Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ article 251 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში განხორციელებული ცვლილებით 2025 წლის 1 მარტიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო რეორგანიზებულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროდ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროდ. პროგრამების/ქვეპროგრამების, პროგრამული კოდებით 05 11 და 05 14, რომლის განმახორციელებელი იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი ორგანიზაციები, 2025 წლის 01 მარტიდან აღნიშნული პროგრამების/ქვეპროგრამების განმახორციელებლად განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსდებიან ახალი პროგრამული 08 00 კოდით. ამასთან, პროგრამის პროგრამული კოდით 05 14 15, განმახორციელებლად განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების მიზნით. პროგრამული კოდით 05 00 არსებული დანარჩენი პროგრამების/ქვეპროგრამების განმახორციელებლად განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო და მის სიტემაში შემავალი ორგანიზაციები. |