Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ article 15 წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრება. 1. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მართვის უმაღლესი ორგანოა საერთო კრება. 2. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრება მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც. 3. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობა ან/და საერთო კრების წევრთა არანაკლებ 15 პროცენტი. 4. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მასზე წარმოდგენილი არიან ხმების ნახევარზე მეტის მქონე წევრები. თუ საერთო კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის ან/და საერთო კრების წევრთა არანაკლებ 15 პროცენტის მიერ განსაზღვრულ ვადაში იმავე დღის წესრიგით მოიწვევა ახალი საერთო კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანია, მასზე დამსწრე ხმის უფლების მქონე წევრთა რაოდენობის მიუხედავად. 5. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრების წევრები არიან წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მომსახურების ტერიტორიაზე არსებული მიწის მესაკუთრეები/მოსარგებლეები. მიწის თანასაკუთრების შემთხვევაში საერთო კრების წევრია მიწის ერთ-ერთი თანამესაკუთრე, რომელსაც დანარჩენი თანამესაკუთრეები მიანიჭებენ შესაბამის უფლებამოსილებას. |
წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ article 15 6. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს მასზე დამსწრე წევრთა ხმების არანაკლებ 51 პროცენტით. 7. ხმის უფლების მისაღებად პირი უნდა იყოს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრი და მას არ უნდა ჰქონდეს დავალიანება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიმართ. ხმები ნაწილდება შემდეგი სქემით: ა) 2 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 1 ხმა; ბ) 2-დან 4 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 2 ხმა; გ) 4-დან 6 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 3 ხმა; დ) 6-დან 8 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 4 ხმა; ე) 8-დან 10 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 5 ხმა; ვ) 10-დან 15 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 6 ხმა; ზ) 15-დან 20 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 7 ხმა; თ) 20-დან 30 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 8 ხმა; ი) 30-დან 50 ჰა-მდე მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 9 ხმა; კ) 50 ჰა-ზე მეტი მიწის მესაკუთრე/მოსარგებლე − 10 ხმა. 8. თუ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრს ერთი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ფარგლებში აქვს რამდენიმე მიწის ნაკვეთი, ისინი ერთ მეურნეობად ჩაითვლება და მათი ფართობები შეიკრიბება მისანიჭებელი ხმების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით. |
წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ article 15 9. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრს შეუძლია საკუთარი ხმის უფლება თავის წარმომადგენელს გადასცეს. ხმის უფლების დელეგირება რეგულირდება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდებით. 10. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრების ფუნქციებია: ა) წლიური ბიუჯეტის, ფინანსური, მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის გეგმების დამტკიცება; ბ) სარეზერვო ფონდის შექმნის, შევსებისა და განკარგვის წესის განსაზღვრა; გ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობისა და სარევიზიო და დავების განმხილველი კომისიის წევრთა არჩევა; დ) საჭიროების შემთხვევაში წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის შინაგანაწესის დამტკიცება; ე) წყალსარგებლობის საფასურის განსაზღვრა; ვ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის წლიური ანგარიშის დამტკიცება; ზ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება; თ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის მიერ განსახორციელებელი სარეაბილიტაციო გეგმის დამტკიცება; ი) ნებისმიერი სხვა საკითხის დამტკიცება, რომელიც უნდა დაამტკიცოს საერთო კრებამ ამ კანონისა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდების მოთხოვნების შესაბამისად. |
წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ article 15 11. ამ კანონით წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საერთო კრებისთვის მინიჭებული გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის სხვა ორგანოსთვის დელეგირება დაუშვებელია. |