FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს ტყის კოდექსი

article  95

კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები/გამოსაცემი ნორმატიული აქტები.
1. საქართველოს მთავრობამ 2030 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს „ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის“ განსაზღვრის კრიტერიუმები და ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის წესი.
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2021 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს შემდეგი კანონქვემდებარე აქტები:
    ა) „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულება;
    ბ) „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ“ დებულება;
    გ) „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ“ დებულება;
    დ) „ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ“ დებულება;
    ე) „ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შესახებ“ დებულება.
3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ:
    ა) 2021 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს შემდეგი კანონქვემდებარე აქტები: ა.ა) „სახელმწიფო ტყეში დასაქმებულ პირთა სამსახურებრივი ტანსაცმლის ფორმის დადგენის შესახებ“; ა.ბ) „სახელმწიფო ტყეში დასაქმებული პირების თანამდებობათა რანგირებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“; ა.გ) „ტყის შემქმნელ მერქნიან მცენარეთა სახეობების ნუსხის შესახებ“;
საქართველოს ტყის კოდექსი

article  95

ა.დ) „ტყის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის შესახებ“; ა.ე) „საქართველოში „მეტყევის პროფესიული დღის“ გამოცხადებისა და ტყის სფეროში დასაქმებულ პირთა წახალისების წესის შესახებ“;
    ბ) 2022 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს შემდეგი კანონქვემდებარე აქტები: ბ.ა) „ტყის სარეპროდუქციო მასალების იმპორტის, ექსპორტისა და წარმოების წესის შესახებ“; ბ.ბ) „ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის წარმოების ინსტრუქციის შესახებ“.
4. ამ მუხლით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღებამდე/გამოცემამდე მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება ამ კოდექსის მოთხოვნებს.