Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ article 13 რეგულარული სადაზღვევო შენატანი. 1. კომერციული ბანკი და მიკრობანკი ვალდებული არიან ყოველთვიურად გადაიხადონ რეგულარული სადაზღვევო შენატანი ამ კანონისა და შესაბამისი ინსტრუქციის თანახმად. 2. რეგულარული სადაზღვევო შენატანის ოდენობა ყოველთვიურად არ უნდა აღემატებოდეს: ა) შესაბამის კომერციულ ბანკსა და მიკრობანკში ეროვნული ვალუტით დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი მოცულობის 0.067%-ს; ბ) შესაბამის კომერციულ ბანკსა და მიკრობანკში უცხოური ვალუტით დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი მოცულობის 0.1%-ს. 3. რეგულარული სადაზღვევო შენატანი გადახდილი უნდა იქნეს არაუგვიანეს შესაბამისი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. 4. კომერციული ბანკი და მიკრობანკი რეგულარულ სადაზღვევო შენატანს იხდიან ეროვნული ვალუტით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, შესაბამისი ინსტრუქციის თანახმად. |
დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ article 13 5. სააგენტო ყოველწლიურად, არაუგვიანეს 30 სექტემბრისა, კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების რისკების ანალიზის საფუძველზე თითოეული კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის ამტკიცებს შემდგომი წლისთვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ინდივიდუალურ ოდენობას, მაგრამ არაუმეტეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ოდენობისა. კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების რისკების ანალიზის მეთოდოლოგია ყველა კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის უნდა იყოს საჯარო, ხოლო კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების შეფასება – კონფიდენციალური. |