FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

საგზაო მოძრაობის შესახებ

article  39

ვ) საგზაო მოძრაობის მონაწილემ რკინიგზის გადასასვლელზე შეუჩერებლად უნდა გაიაროს.
2. რკინიგზის გადასასვლელზე აკრძალულია:
    ა) საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით რკინიგზის გადასასვლელის წინ მდგომი სატრანსპორტო საშუალების შემოვლა;
    ბ) შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის თვითნებური გახსნა;
    გ) იმ სასოფლო-სამეურნეო, საგზაო-სამშენებლო და სხვა მანქანებისა და მექანიზმების არასატრანსპორტო მდგომარეობაში გადატანა, რომლებმაც შეიძლება დააზიანონ რკინიგზის გადასასვლელი ან შეაფერხონ მასზე მოძრაობა;
    დ) რკინიგზის ლიანდაგის დისტანციის უფროსის ნებართვის გარეშე ნელმავალი სატრანსპორტო საშუალების, რომლის სიჩქარე არ აღემატება 8 კმ/სთ-ს, და ტრაქტორის მარხილ-სათრეველას მოძრაობა;
    ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა აკრძალული ქმედების განხორციელება.
3. თუ რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობა აკრძა­ლუ­ლია, მძღოლი ჩერდება „სდექ“ ხაზთან, 2.4 საგზაო ნიშანთან ან შუქნიშანთან, ხოლო მათი არარსებობისას – შლაგბაუმიდან ან ნახევარშლაგბაუმიდან არანაკლებ 5 მეტრისა. თუ არ არის არც შლაგბაუმი და არც ნახევარშლაგბაუმი, მძღოლი უნდა გაჩერდეს უახლოეს რელსამდე არანაკლებ 10 მეტრისა.
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  39

4. რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობის ამკრძალავი სიგნალის მიცემისას მარეგულირებელი დგას მძღოლის მიმართ მკერდით ან ზურგშექცევით, თავის ზემოთ აწეუ­ლი კვერთხით, წითელი ფარნით ან ალმით ან განზე გაწეული ხელებით.
5. რკინიგზის გადასასვლელზე სატრანსპორტო საშუალების იძულებითი გაჩერების შემთხვევაში მძღოლი უნდა ეცადოს, გაიყვანოს იგი რკინიგზის ლიანდაგიდან, ხოლო თუ ამის გაკეთება არ შეუძლია, საფრთხის შესახებ დროულად უნდა გააფრთხილოს რელსიანი სატრანსპორტო საშუალების მემანქანე და დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს მასზე დამოკიდებული უსაფრთხოების ყველა ზომა, კერძოდ:
    ა) სატრანსპორტო საშუალებიდან დაუყოვნებლივ გადმოსხას მგზავრები;
    ბ) თუ არსებობს ამის შესაძლებლობა, გაგზავნოს ორი ადამიანი რკინიგზის ლიანდაგების გასწვრივ რკინიგზის გადასასვლელიდან ორივე მხარეს 1000 მეტრზე (თუ მხოლოდ ერთს გზავნის, გაუშვას იმ მხარეს, საითაც უფრო ცუდი ხილვადობაა) და აუხსნას მათ მოახლოებული მატარებლის მემანქანისათვის გაჩერების სიგნალის მიცემის წესი;
    გ) დარჩეს სატრანსპორტო საშუალებასთან ახლოს და მისცეს საერთო განგაშის სიგნალი;
    დ) მატარებლის გამოჩენისას გაიქცეს მასთან შესახვედრად და მისცეს გაჩერების სიგნალი.
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  39

6. გაჩერების სიგნალია ხელის წრიული მოძრაობა (დღისით – მკვეთრი ფერის ქსოვილით ან რაიმე კარგად გასარჩევი საგნით, ღამით – ჩირაღდნით ან ფარნით). საერთო განგაშის სიგნალია ერთი გრძელი და სამი მოკლე ხმოვანი სიგნალი.
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  39

რკინიგზის გადასასვლელი.
1. ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილემ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოებისას და მასზე გავლისას, კერძოდ:
    ა) სატრანსპორტო საშუალების მძღოლი უნდა მოძრაობდეს ზომიერი სიჩქარით; ამასთანავე, რკინიგზის ლიანდაგზე გადასვლისას მძღოლმა უნდა ისარგებლოს მხოლოდ რკინიგზის გადასასვლელით და გზა უნდა დაუთმოს მატარებელს (ლოკომოტივს, დრეზინას);
    ბ) მიუხედავად მაშუქი და ხმოვანი სიგნალების მითითებისა, არცერთი საგზაო მოძრაობის მონაწილე არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, რომლის შლაგბაუმი ან ნახევარშლაგბაუმი დაკეტილია, იკეტება ან იწევა;
    გ) მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალის დროს არცერთი საგზაო მოძრაობის მონაწილე არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, მიუხედავად შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის მდგომარეობისა ან მისი არსებობისა;
    დ) თუ რკინიგზის გადასასვლელი აღჭურვილი არ არის შლაგბაუმებით, ნახევარშლაგბაუმებით ან მაშუქი სიგნალებით, არცერთმა საგზაო მოძრაობის მონაწილემ არ უნდა გაიაროს მასზე, სანამ არ დარწმუნდება, რომ ხილვადობის ფარგლებში რკინიგზის გადასასვლელს არანაირი რელსიანი სატრანსპორტო საშუალება არ უახლოვდება;
    ე) მძღოლი არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, თუ წინასწარ არ დარწმუნდება, რომ იძულებული არ იქნება, გაჩერდეს მასზე;