Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ article 24 2. თუ, ამ კანონის მე-20 მუხლის მე-6−მე-9 პუნქტების შესაბამისად, იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის გადახდისუუნაროდ გამოცხადების შემდეგ ზედიზედ ორჯერ მოწვეულ პროგრამის კრედიტორთა კრებაზე პროგრამის კრედიტორები არ მოიწონებენ პროგრამის ადმინისტრატორის მიერ მათთვის შეთავაზებულ რომელიმე წინადადებას ან საქართველოს ეროვნული ბანკი ზედიზედ ორჯერ უარს განაცხადებს კრების მიერ მოწონებული წინადადების დამტკიცებაზე, საქართველოს ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას გადახდისუუნარო პროგრამის ლიკვიდაციის შესახებ. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადახდისუუნარო პროგრამის ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს იმ შემთხვევაშიც, თუ აშკარაა, რომ პროგრამის რესტრუქტურიზაციის შესახებ პროგრამის კრედიტორთა მიერ მოწონებული წინადადება ვერ აღმოფხვრის იმ გარემოებებს, რომლებმაც გადახდისუუნარობა გამოიწვია, ან თუ აშკარაა, რომ რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში პროგრამის კრედიტორები იმაზე ნაკლებს მიიღებენ, ვიდრე ლიკვიდაციისას მიიღებდნენ. |
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ article 24 3. გადახდისუუნარო პროგრამის ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პროგრამის ლიკვიდატორი, რომელსაც პროგრამის აქტივებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებით კომერციული ბანკის ლიკვიდატორის უფლებამოსილების იდენტური უფლებამოსილება ენიჭება. პროგრამის ადმინისტრატორს უფლებამოსილება პროგრამის ლიკვიდატორის დანიშვნისთანავე უწყდება. პროგრამის ლიკვიდატორი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში წარმოადგენს ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფ ემიტენტს როგორც სასამართლოში, ისე სასამართლოსგარე ურთიერთობებში. ამ კანონის მე-19 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების დებულებები შესაბამისად ვრცელდება პროგრამის ლიკვიდატორზე. პროგრამის ლიკვიდატორად შეიძლება დაინიშნოს პროგრამის ადმინისტრატორიც. 4. კომერციული ბანკების ლიკვიდაციის მარეგულირებელი კანონმდებლობა, ამ კანონით დადგენილი სპეციალური დებულებების გათვალისწინებით, შესაბამისად ვრცელდება პროგრამის ლიკვიდატორის მიერ გადახდისუუნარო პროგრამის ლიკვიდაციის წარმოებაზე. |
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ article 24 განცალკევებული იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის გადახდისუუნარობა. 1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან პროგრამის ადმინისტრატორის მიმართვის საფუძველზე გადახდისუუნაროდ გამოაცხადოს ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი ემიტენტის განცალკევებული იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) უზრუნველყოფის აქტივები პროგრამის კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებების უზრუნველყოფისა და პროგრამის ადმინისტრირების ხარჯების დაფარვისთვის საკმარისი არ არის და ეს შეუსაბამობა დროებითი არ არის; ბ) შეუძლებელია უზრუნველყოფის აქტივებიდან თუნდაც 1 პროგრამის კრედიტორის ვადამოსული მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება და ეს შეუძლებლობა დროებითი არ არის. |