Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ article 36 შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გაცემა, სალიცენზიო/სანებართვო პირობები. 1. ქსოვილის ბანკი ქსოვილის მოპოვებას, ტესტირებას, დამუშავებას, პრეზერვაციას, შენახვას, განაწილებას ან/და გადანერგვას ახორციელებს შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ლიცენზიას გასცემს შესაბამისი კომპეტენტური უწყება ამ კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის გაცემის წესი და სალიცენზიო პირობები დგინდება ამ კანონით, აგრეთვე ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 4. ქსოვილის ბანკი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს ქსოვილის მოპოვებასთან, ტესტირებასთან, დამუშავებასთან, პრეზერვაციასთან, შენახვასა და განაწილებასთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთანავე, ქსოვილის ბანკმა აღნიშნული ლიცენზიის მისაღებად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, უნდა წარადგინოს მესამე მხარესთან დადებული წერილობითი ხელშეკრულება, თუ მესამე მხარე ახორციელებს იმ საქმიანობებს, რომლებიც გავლენას ახდენს ქსოვილის ხარისხსა და უსაფრთხოებაზე. |
ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ article 36 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. 6. შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად გადასახდელი სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით. 7. სალიცენზიო მოწმობის ფორმა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 8. შესაბამის კომპეტენტურ უწყებას უფლება აქვს, უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის გაცემაზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად. ეს უარი შეიძლება გასაჩივრდეს იმავე კანონით დადგენილი წესით. 9. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ლიცენზიაში ცვლილება შეიტანება კანონით დადგენილი წესით. აღნიშნული ლიცენზიის გამცემ შესაბამის კომპეტენტურ უწყებას უფლება აქვს, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით შეაჩეროს ლიცენზიის მოქმედება ან გააუქმოს ლიცენზია, თუ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლის ღონისძიებებით დასტურდება, რომ ქსოვილის ბანკი არ ასრულებს სალიცენზიო პირობებს, და მას უკვე დაეკისრა პასუხისმგებლობა ჯარიმების სახით. |
ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ article 36 10. ქსოვილის მოპოვებას შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, ამ ნებართვით გათვალისწინებული დამატებითი სანებართვო პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ახორციელებს დონორი კლინიკა. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის გაცემის წესი და სანებართვო პირობები დგინდება ამ კანონით, აგრეთვე ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით. 12. დონორი კლინიკა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს ქსოვილის მოპოვებასთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. 13. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზია/ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვა ქსოვილის ბანკს/დონორ კლინიკას თითოეული საქმიანობისა და ყოველი სახეობის ქსოვილისთვის (ქსოვილის ტრანსპლანტატისთვის) ცალ-ცალკე ეძლევა. 14. სხვა სალიცენზიო/სანებართვო პირობები დგინდება ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. |