Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 7
ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ article 15 არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენების წესი და პირობები. 1. არანებაყოფლობითი იზოლაციის ღონისძიებების დაწყების საფუძველია ამ კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პაციენტთან დაკავშირებით იმავე პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი საფუძვლის გამოვლენა. 2. არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენების საჭიროებას სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი განსაზღვრავს. 3. არანებაყოფლობით იზოლაციას სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი იმ სამედიცინო დაწესებულებაში ახორციელებს, რომელიც აკმაყოფილებს ფთიზიატრიული სტაციონარული მომსახურებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 4. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ამ კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პაციენტის გამოვლენიდან არაუგვიანეს 48 საათისა შეისწავლის მის სამედიცინო მდგომარეობას და განსაზღვრავს ამ პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენების საჭიროებას. ამასთანავე, პაციენტის გამოვლენად ითვლება სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის მიერ აღნიშნულ პაციენტთან დაკავშირებით ამ კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი საფუძვლის არსებობის თაობაზე დადასტურებული ინფორმაციის მიღება. |
ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ article 15 5. თუ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი გადაწყვეტს, რომ აუცილებელია ამ კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენება, იგი აღნიშნული პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენების შუამდგომლობით, წერილობით მიმართავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამის ადგილობრივ ერთეულს. პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენების შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენების საჭიროების მყარ არგუმენტებს. 6. საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეული მისთვის ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული შუამდგომლობით მიმართვიდან 72 საათში განიხილავს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის შუამდგომლობას, წყვეტს არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენების შუამდგომლობის მიზანშეწონილობის საკითხს და მიმართავს სასამართლოს პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენების თაობაზე. |
ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ article 15 7. სასამართლო საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეულის მიმართვის საფუძველზე, ამ მიმართვის მიღებიდან 48 საათში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით განიხილავს მას და იღებს გადაწყვეტილებას პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ. არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმის განხილვაში პაციენტის მონაწილეობა აუცილებელია, თუ ეს საფრთხეს არ შეუქმნის სხვა პირების ჯანმრთელობას. სასამართლოში არასრულწლოვანი პაციენტის საქმის განხილვისას არასრულწლოვანი პაციენტის ინტერესებს წარმოადგენს მისი მშობელი ან სხვა კანონიერი წარმომადგენელი. საქმის განხილვაში, პაციენტის გარდა, უნდა მონაწილეობდეს მისი ადვოკატი. 8. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ აღასრულებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაცია ხორციელდება შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელში, რომელიც სპეციალური დაცვით არის უზრუნველყოფილი. |
ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ article 15 9. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მოქმედებს არანებაყოფლობითი იზოლაციის საფუძვლის ამოწურვამდე, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით. 10. თუ სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეული წყვეტს ამ პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმის წარმოებას. 11. თუ არანებაყოფლობითი იზოლაციის ღონისძიებების დაწყების შემდეგ, სასამართლოს მიერ პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ამ კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პაციენტი თანხმობას განაცხადებს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის დაწყებაზე ან გაგრძელებაზე, ან ამ კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პაციენტი ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარებაზე საბოლოო უარის თქმის შემდეგ დათანხმდება მის ჩატარებას, პაციენტს ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევა ან/და ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობა ჩაუტარდება ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით, ამასთანავე, ამ პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმის წარმოება შეწყდება. |
ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ article 15 12. პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის პერიოდში, მის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენების მიზანშეწონილობის შესამოწმებლად ცენტრთან იქმნება სამედიცინო კომისია, რომელიც სასამართლოს მიერ პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ 2-თვიანი ინტერვალებით განიხილავს პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხს. 13. თუ ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო კომისია შესაბამისი საკითხის განხილვის შედეგად დაასკვნის, რომ პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის გამოყენება აუცილებელი აღარ არის, იგი აღნიშნული პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის შეწყვეტის შუამდგომლობით მიმართავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამის ადგილობრივ ერთეულს. თუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეული მიიჩნევს, რომ, სამედიცინო კომისიის დასკვნის თანახმად, არანებაყოფლობითი იზოლაციის საფუძველი აღარ არსებობს, იგი იღებს გადაწყვეტილებას პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის შეწყვეტის შესახებ და შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს პაციენტის სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერის მოთხოვნით მიმართავს. |
ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ article 15 14. პაციენტმა შეიძლება მიმართოს სასამართლოს მის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის შეწყვეტის შუამდგომლობით, თუ იგი მიიჩნევს, რომ არანებაყოფლობით იზოლაციაში ყოფნისას ირღვევა მის მიმართ ამ კანონით ან საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნები, ან აღარ არსებობს არანებაყოფლობითი იზოლაციის საფუძველი. სასამართლო შუამდგომლობის მიღებიდან 72 საათში წყვეტს პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის შეწყვეტის საკითხს. სასამართლო ამ გადაწყვეტილების მიღებისას სხვა გარემოებებთან ერთად ითვალისწინებს პაციენტის მიერ არანებაყოფლობითი იზოლაციის პირობებში ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის ნებაყოფლობითი აღდგენის საკითხს. სასამართლოს მიერ პაციენტის მიმართ არანებაყოფლობითი იზოლაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პაციენტი ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობას სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის მეთვალყურეობით განაგრძობს. 15. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. |
ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ article 15 16. თუ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი საკუთარი ინიციატივით ან ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო კომისიის მიმართვის საფუძველზე, ამავე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული 6-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროდ მიიჩნევს პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ვადის გაგრძელებას, იგი სათანადო შუამდგომლობით მიმართავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამის ადგილობრივ ერთეულს, ხოლო საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამისი ადგილობრივი ერთეული მიმართავს სასამართლოს. 17. პაციენტს, ხოლო არასრულწლოვანი პაციენტის შემთხვევაში – მის მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესაბამის ადგილობრივ ერთეულს უფლება აქვთ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გაასაჩივრონ მოსამართლის ბრძანება პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ, დადგენილება პაციენტის არანებაყოფლობით იზოლაციაზე უარის თქმის შესახებ, ბრძანება პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ვადის გაგრძელების თაობაზე ან დადგენილება პაციენტის არანებაყოფლობითი იზოლაციის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის თაობაზე. |