Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 3 საპენსიო სქემის ფორმები და საპენსიო სქემაში მონაწილეობა. 1. საპენსიო სქემა არის განუსაზღვრელი ვადით შექმნილი მექანიზმი, რომლის მიზანია მონაწილისა და ბენეფიციარის მიერ საპენსიო დანაგროვის დაგროვების, ინვესტირებისა და პენსიის მიღების ორგანიზება. 2. ამ კანონის შესაბამისად საპენსიო სქემაში მონაწილეობის შედეგად მიღებული პენსია განისაზღვრება მხოლოდ მონაწილის პირად საპენსიო ანგარიშზე დაგროვებული საპენსიო აქტივებითა და მის მიერ შერჩეული პენსიის გადახდის გრაფიკის შესაბამისად და დამოკიდებული არ არის სხვა ფაქტორებზე. 3. ამ კანონის შესაბამისად შეიძლება ჩამოყალიბდეს ორი ფორმის საპენსიო სქემა: ა) ინდივიდუალური საპენსიო სქემა; ბ) ჯგუფური საპენსიო სქემა. |
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 3 4. თუ პირს სურს, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო სქემის ან სახელმწიფო პენსიის გარდა, მიიღოს დამატებითი პენსია, მას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს აქტივების მმართველი კომპანიის ან მზღვეველის მიერ ჩამოყალიბებულ და რეგისტრირებულ ინდივიდუალურ საპენსიო სქემაში. ინდივიდუალურ საპენსიო სქემაში მონაწილეობა შეუძლია როგორც დასაქმებულ ფიზიკურ პირს, ისე ნებისმიერ სხვა ფიზიკურ პირს (მათ შორის, თვითდასაქმებულს). ინდივიდუალური საპენსიო სქემის მონაწილეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ერთ ან რამდენიმე ინდივიდუალურ საპენსიო სქემაში. ინდივიდუალური საპენსიო სქემების მონაწილეს შეუძლია საკუთარი საპენსიო დანაგროვი ერთი ინდივიდუალური საპენსიო სქემიდან გადაიტანოს მეორე ინდივიდუალურ საპენსიო სქემაში ამ კანონის შესაბამისად. 5. დასაქმებულს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ჯგუფურ საპენსიო სქემაში, რომელიც დააფუძნა მისმა დამსაქმებელმა ან იმ დამსაქმებელთა გაერთიანებამ, რომლის წევრიცაა მისი დამსაქმებელი, ან იმ დასაქმებულთა გაერთიანებამ, რომლის წევრიცაა თავად დასაქმებული. დასაქმებულს აგრეთვე შეუძლია სურვილის შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს ერთ ან რამდენიმე ინდივიდუალურ საპენსიო სქემაში. |
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 3 6. დასაქმებულთა გაერთიანების წევრს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს დასაქმებულთა გაერთიანების ჯგუფურ საპენსიო სქემაში. 7. დამსაქმებელთა გაერთიანების წევრს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს დამსაქმებელთა გაერთიანების ჯგუფურ საპენსიო სქემაში. 8. პროფესიული ორგანიზაციის წევრს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს პროფესიული ორგანიზაციის ჯგუფურ საპენსიო სქემაში. 9. საპენსიო სქემის მონაწილეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ერთზე მეტ ჯგუფურ და ინდივიდუალურ საპენსიო სქემაში. 10. ამ კანონის შესაბამისად, საპენსიო სქემების ჩამოყალიბება და რეგისტრაცია შეუძლიათ შემდეგ იურიდიულ პირებს: ა) აქტივების მმართველ კომპანიას; ბ) მზღვეველს; გ) საპენსიო კომპანიას. 11. მხოლოდ აქტივების მმართველ კომპანიასა და მზღვეველს აქვთ უფლება, განახორციელონ ინდივიდუალური საპენსიო სქემის რეგისტრაცია/შეთავაზება. 12. დაუშვებელია ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განხორციელება ამ კანონის შესაბამისად სამსახურის მიერ გაცემული ლიცენზიის ან/და საპენსიო სქემის რეგისტრაციის გარეშე. |
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 3 13. დაუშვებელია პირმა სამსახურის მიერ ამ კანონის შესაბამისად გაცემული ლიცენზიის ან/და საპენსიო სქემის რეგისტრაციის გარეშე დასახელებაში გამოიყენოს შემდეგი სიტყვები: „საპენსიო კომპანია“, „საპენსიო ფონდი“, „საპენსიო სქემა“ ან სხვა სიტყვათწყობა ამ სიტყვების გამოყენებით (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი გამოყენება დადგენილია ან აღიარებულია საქართველოს კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, ან როდესაც, ამ სიტყვების/სიტყვათწყობის გამოყენების მიუხედავად, კონტექსტიდან ჩანს, რომ პირი არ ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას). |