Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საჯარო შესყიდვების შესახებ article 89 საჩივრის წარდგენის საფასური. 1. საბჭოსთვის საჩივრის წარსადგენად წესდება საჩივრის წარდგენის საფასური. საჩივრის წარდგენის საფასურის ოდენობაა: ა) საჯარო შესყიდვასთან (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა) დაკავშირებული საჩივრისა – შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 2%, ხოლო წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურასთან დაკავშირებული საჩივრისა – საჯარო შესყიდვის ღირებულების 2%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა და არაუმეტეს 500 ლარისა. ამასთანავე, თუ საჯარო შესყიდვა ლოტებად ხორციელდება, საჩივრის წარდგენის საფასურის ოდენობის გამოთვლისას გაითვალისწინება თითოეული ლოტის სავარაუდო ღირებულება; ბ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტთან დაკავშირებული საჩივრისა – ამ პროექტის სავარაუდო ღირებულების 0,15%, მაგრამ არანაკლებ 22 000 ლარისა და არაუმეტეს 150 000 ლარისა. 2. საჩივრის წარდგენის საფასური არ გადაიხდება, თუ საჩივარი ეხება: ა) შესყიდვის პირობებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას/ქმედებას; ბ) გადაწყვეტილებას/ქმედებას, რომელიც არ არის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება/ქმედება და განაცხადების/წინადადებების მიღების დაწყებამდე იქნა მიღებული/განხორციელებული; |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 89 გ) გადაწყვეტილებას, რომლითაც საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გადაისინჯა ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება. 3. საჩივრის წარდგენის საფასური ბრუნდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჩივარი არ დაკმაყოფილდება. 4. თუ მომჩივანმა საჩივარი გამოიხმო, საჩივრის წარდგენის საფასური ბრუნდება: ა) სრული ოდენობით − თუ საჩივარი საბჭოს სხდომის გამართვამდეა გამოხმობილი; ბ) ნახევარი ოდენობით − თუ საჩივარი საბჭოს სხდომაზე ან მისი გამართვის შემდეგ არის გამოხმობილი. 5. საჩივრის წარდგენის საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესი განისაზღვრება საბჭოს რეგლამენტით. |