FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  252

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები.
1. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
11. ამ კოდექსის 86-3 მუხლით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 125-2 მუხლით, 125-3 მუხლის მე-4−5-1 ნაწილებითა და 125-4, 134-1−135-5, 177-16 და 177-17 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას პირს ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება მის დაუსწრებლადაც დაედოს. აღნიშნულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები წერილობით უნდა განემარტოს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  252

2. ამ კოდექსის 45-ე, 45-1, 48-ე, 49-ე, 50-1, 51-ე−56-ე და 57-ე–57-2 მუხლებით, 57-3 მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებით, 57-4−59-ე, 59-2−მე-60, 60-3−61-1, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 69-4, 69-5, 71-ე, 72-1−78-ე, 79-1−მე-80, 82-2 და 84-ე−85-5 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-12 ნაწილით, 88-ე−89-3, 91-2, 92-1, 94-ე, 95-ე, 96-1, 96-2, 96-4, 99-ე, 100-1, 100-2, 103-ე–104-ე, 105-1, 116-ე, 134-ე, 143-ე, 144-ე, 145-ე, 146-1, 148-ე−152-ე, 152-2, 152-3, 153-ე, 153-1, 153-3–153-6, 154-ე−154-2, 156-ე, 157-1–158-ე, 164-ე, 164-4, 165-ე, 165-1, 166-ე−167-ე, 170-ე და 170-1 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 172-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 172-4, 172-8, 172-9, 173-ე–173-2, 173-6, 173-7, 173-9, 174-ე−174-2, 175-ე−175-2, 177-1, 177-8, 177-9, 179-2, 180-ე–183-1, 185-ე–185-2, 187-ე, 187-1, 189-ე, 192-ე, 195-ე, 196-3, 197-1 და 199-1 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრება სავალდებულოა. თუ ეს პირი თავს არიდებს შინაგან საქმეთა ორგანოს ან ადმინისტრაციული სასამართლოს (მოსამართლის) გამოძახებით გამოცხადებას, იგი შეიძლება იძულებით იქნეს მიყვანილი შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  252

3. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სხვა შემთხვევებიც, როცა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის გამოცხადება საქმის გადამწყვეტ ორგანოში (თანამდებობის პირთან) სავალდებულოა.