Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 7
საჯარო სამსახურის შესახებ article 4 პირები, რომლებზედაც არ ვრცელდება ამ კანონის მოქმედება. 1. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ა) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირსა და პოლიტიკური თანამდებობის პირზე; ბ) საქართველოს პარლამენტის ფრაქციის აპარატის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ფრაქციების აპარატების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის აპარატის თანამშრომლებზე; გ) მოსამართლეზე; დ) პროკურორსა და პროკურატურის გამომძიებელზე; ე) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრზე; ვ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეზე; ზ) საქართველოს სახალხო დამცველსა და მის მოადგილეზე; თ) (ამოღებულია - 24.06.2025, №705); თ-1) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსსა და მის მოადგილეზე; ი) (ამოღებულია - 05.09.2018, №3387); კ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეზე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსსა და მის მოადგილეზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების აპარატების უფროსებსა და მათ მოადგილეებზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების აპარატების უფროსებსა და მათ მოადგილეებზე; |
საჯარო სამსახურის შესახებ article 4 ლ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს მინისტრების სათათბირო ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებზე; მ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსსა და მის მოადგილეზე; ნ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წევრზე; ო) საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნებსა და მათ მოადგილეებზე; პ) საქართველოს ბიზნესომბუდსმენსა და მის მოადგილეზე; ჟ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრებზე; რ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – საქართველოს ნოტარიუსთა პალატაზე, გარდა მისი გამგეობის აპარატის მოსამსახურისა; ს) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრზე; ტ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე; უ) (ამოღებულია - 22.12.2018, №4075); |
საჯარო სამსახურის შესახებ article 4 ფ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე (გარდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს − საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსისა და მისი მოადგილისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს − რესურსცენტრის უფროსისა და მისი მოადგილისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს − საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსისა და მისი მოადგილისა), საჯარო სამართლის იურიდიული პირის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე; ქ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს პროფესიონალ წევრებზე, აღმასრულებელ დირექტორებსა და თანამშრომლებზე; ღ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრზე. |
საჯარო სამსახურის შესახებ article 4 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირებზე (გარდა იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისა), აგრეთვე სახელმწიფო მოსამსახურესა და სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირზე ვრცელდება ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და მე-2 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების, 51-ე მუხლის, 55-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“−„თ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 და მე-4 პუნქტებისა და 62-ე, 64-ე, 66-ე და 124-ე მუხლების მოქმედება, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. 21. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე ვრცელდება ამ კანონის 124-ე მუხლის მოქმედება. 3. თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე; ა -1) (ამოღებულია - 22.12.2018, №4075); ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელსა და აღსრულების პოლიციის სამმართველოს პოლიციის თანამშრომელზე; გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელზე; |
საჯარო სამსახურის შესახებ article 4 გ-1) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულის − საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელზე; დ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის თანამშრომელზე; |
საჯარო სამსახურის შესახებ article 4 ე) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემის თანამშრომელზე; ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელზე, საქართველოს თავდაცვის ძალების თანამშრომელზე; ზ) დიპლომატიური სამსახურის თანამშრომელზე; ზ-1) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელზე; თ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე; ი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეზე − პრობაციის ოფიცერზე; კ) პროკურატურის თანამშრომელზე, გარდა პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლისა; ლ) (ამოღებულია - 05.09.2018, №3387); მ) (ამოღებულია - 07.12.2017, №1710); ნ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატზე; ო) საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატზე; პ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურეზე; პ -1) ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურეზე; |
საჯარო სამსახურის შესახებ article 4 ჟ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელზე; რ) (ამოღებულია - 24.06.2025, №705); ს) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელზე; ტ) ამ პუნქტში მითითებული საჯარო დაწესებულებების სტაჟიორებზე. 4. საჯარო დაწესებულებაში საქმიანობა, რომელიც არ გულისხმობს საჯარო სამსახურის განხორციელებას, წესრიგდება შესაბამისი კანონით ან/და საქართველოს შრომის კანონმდებლობით, ამ კანონით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით. 5. ამ მუხლით გათვალისწინებულ პირებზე ვრცელდება ამ კანონის 9-1 მუხლის მოქმედება. |