FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  33

კომიტეტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა.
1. კომიტეტის წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გავიდეს კომიტეტის შემადგენლობიდან. მან ამის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს ფრაქციის თავმჯდომარეს, პარლამენტის ბიუროს და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს.
2. კომიტეტის წევრს უფლებამოსილება უწყდება:
    ა) კომიტეტის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ მისი განცხადების პარლამენტის ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან;
    ბ) მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან;
    გ) მისი კომიტეტის წევრისთვის შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევის მომენტიდან;
    დ) ამ რეგლამენტის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.