FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ამნისტიის შესახებ

article  3

ე.ბ) საქართველოს უზენაესი სასამართლო, თუ ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით არის გასაჩივრებული; ე.გ) ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, თუ ძებნილ მსჯავრდებულს ეს განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს:
    ა) მსჯავრდებულის პირად საქმეს და ჯარიმის აღსრულების თაობაზე ინფორმაციას მსჯავრდებულის წერილობითი მიმართვის საფუძველზე უგზავნის შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება, თუ მსჯავრდებული სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის;
ამნისტიის შესახებ

article  3

ბ) მსჯავრდებულის პირად საქმეს და ჯარიმის აღსრულების თაობაზე ინფორმაციას მსჯავრდებულის წერილობითი მიმართვის საფუძველზე უგზავნის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, თუ მსჯავრდებულს არასაპატიმრო სასჯელი აქვს შეფარდებული ან იგი პრობაციის რეჟიმში იმყოფება;
    გ) სააღსრულებო საქმის მასალებს მსჯავრდებულის წერილობითი მიმართვის საფუძველზე უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო, თუ მსჯავრდებულს სასჯელის სახით შეფარდებული აქვს მხოლოდ ჯარიმა და ის არ აღსრულებულა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს წერილობით მიმართავს ძებნილი მსჯავრდებული ან მისი ადვოკატი ან ოჯახის სრულწლოვანი წევრი.
ამნისტიის შესახებ

article  3

1. პირის მიერ ამ კანონის პირველი მუხლით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილებისთანავე მასზე იმავე მუხლით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მიზნით:
    ა) გამოძიება არ იწყება;
    ბ) გამოძიების ეტაპზე ბრალდებულის, მათ შორის, ძებნილი ბრალდებულის, მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი პროკურორი;
    გ) სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე ბრალდებულის, მათ შორის, ძებნილი ბრალდებულის, მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ/მსჯავრდებულის სასჯელისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე იღებს შესაბამისი სასამართლო;
    დ) სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოების დასრულების შემთხვევაში მსჯავრდებულის სასჯელისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე იღებს მის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო;
    ე) ძებნილი მსჯავრდებულის სასჯელისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე იღებს: ე.ა) სააპელაციო სასამართლო, თუ ძებნილმა მსჯავრდებულმა მის მიმართ გამოტანილი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით გაასაჩივრა;